ლარის გაუფასურება, ტრანსპორტირების და ტექნიკის ნაწილების გაძვირება - რამ გამოიწვია „ბეკო“-ს პროდუქციაზე ფასის ზრდა

ლარის გაუფასურება, ტრანსპორტირების და ტექნიკის ნაწილების გაძვირება - რამ გამოიწვია „ბეკო“-ს პროდუქციაზე ფასის ზრდა

access_time2021-02-11 12:00:27

„ჩვენი პროდუქციის ღირებულება 4-6% -ით გაიზარდა, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული“ -  ამის შესახებ „კომერსანტს“ ტექნიკის კომპანია  „ბეკო“—  გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.

 

მისი განმარტებით, ფასების ცვლილება სამი მიზეზით არის განპირობებული, ესენია: 1.ტრანსპორტირებაზე ფასის ზრდა 2.ლარის კურსი 3. ჩინეთში ტექნიკის ნაწილების და კომპონენტების ფასის ზრდა.

 

„პანდემიამდე ჩინეთიდან ტექნიკის კონტეინერით ტრანსპორტირება 3200-3500 დოლარამდე გვიდჯებოდა, პანდემიის პირობებში კი ტრანსპორტირების ღირებულება 8000-9000 დოლარამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, 2020 წლის დასაწყისში თუ არ ვცდები ლარის კურსი დაახლოებით 2,75-2,85 იყო წლის ბოლოს კი 3,30.


ყველა ბრენდი ჯართს ჩინეთში ყიდულობს, რისი ფასიც გაიზარდა. სწორედ ეს სამი მიზეზი გახდა ბეკოში პროდუქტებზე ფასის გაზრდის მიზეზი,  ეს  არა მხოლოდ ბეკოს, არამედ ყველა ბრენდს შეეხო, შესაბამისად სხვებსაც  ან უკვე  გაზრდილი აქვთ,  ან მომავალში გაზრიდან ფასებს“, -  აღნიშნა მეჰმედ მელექმა.

 

მეჰმედ მელექის განმარტებით, ბეკოსთვის თებერვლის თვე ძალიან კარგად  დაიწყო და 2020 წლის თებერვლის პირველ კვირასთან შედარებით 35-40%-ით  მეტი პროდუქცია გაიყიდა. რაც შეეხება იანვარს, შეზღუდვებიდან გამომდინარე ნაკლები რეალიზაცია ჰქონდათ თუმცა ონლაინ გაყიდვების მიმართულებით კომპანია მაინც მუშაობდა.


 

„რადგან იანვარში მაღაზიები დაკეტილი იყო, ისეთი რეალიზაცია არ გვქონია, თუმცა ზოგადად ონლაინ მუშაობა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 169% -ით  არის გაზრდილი, რაც შეეხება კონკრეტულად ბეკოს ტექნოშოპს,  ჩვენმა  ზრდამ  ონლაინ გაყიდვების მიმართულებით 122% შეადგინა“, - განმარტა მეჰმედ მელექმა.

 

მეჰმედ მელექმა პანდემიის დროს ოთხი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი  დაასახელა, ესენია: კომპიუტერები, საყინულე მაცივრები, გაზქურები და ტელევიზორები.

 

„ხალხი კარანტინში იყო და ონლაინ სწავლას და მუშაობას აგრძელდებდა, შესაბამისად ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კომპიუტერი და ტელეფონი გახლდათ, გარდა ამისა ადამიანები საჭმელების მომზადებას სწავლობდნენ და მოთხოვნა გაზქურებზეც გაიზარდა. ადამიანების ნაწილი მესამე ტალღაზე და კვლავ ჩაკეტვაზე ნერვიულობდა, ამიტომ საკვების მომარაგება და შენახვა გადაწყვიტეს, აქედან გამომდინარე კარგად  იყიდებოდა საყინულე მაცივრები ე.წ. ფრიზერები. თებერვალში გაყიდვების დიდი წილი სარეცხ მანქანებზე და წვრილ ტექნიკაზე მოდიოდა“, -  აღნიშნა მეჰმედ მელექმა.

 

მეჰმედ მელექი აღნიშნავს, რომ ბეკოს პროდუქციის შემოტანა პანდემიის დროსაც  არ გაუჩერებია, რადგან არ სურდათ რომ მომხმარებლისთვის დისკომფორტი შეექმნათ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის მესამე  ტალღა არ წამოვიდა და ყველაფერი არ ჩაიკეტა, „ბეკო“ გაფართოვებას და რეგიონებში ფილიალების დამატებას გეგმავს.

 

„თუ ყველაფერი კარგად იქნება,  ლარის კურსი აღარ გაიზარდა, ვირუსის მესამე ტალღა არ დაიწყო და არ  ჩავიკეტეთ,  გაფართოვებას ვაპირებთ. პატარა რეგიონები დარჩა, სადაც ბეკო არ არის წარმოდგენილი და წლის მეორე ნახევარში იმ რეგიონებშიც ვგეგმავთ მაღაზიების გახსნას“, -  თქვა მეჰმედ  მელექმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up