სამშენებლოს გარდა, ყველა სხვა სექტორში ფასების ზრდის მოლოდინია - გიორგი პაპავა

სამშენებლოს გარდა, ყველა სხვა სექტორში ფასების ზრდის მოლოდინია - გიორგი პაპავა

access_time2021-02-11 16:00:22

სამშენებლოს გარდა, ყველა სხვა სექტორში ფასების ზრდის მოლოდინია. ამის შესახებ “აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, ამის მიზეზი ორი ფაქტორია, ერთის მხრივ, ნედლეულის გაძვირება და მეორეს მხრივ, მოთხოვნის ზრდა.


„ზოგადი განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ფასების ზრდის მოლოდინის მიმართულებით. ერთადერთი, სამშენებლო სექტორმა მეოთხე კვარტალში ეს მოლოდინი არ დააფიქსირა, რაც ჩემი აზრით, განპირობულია იმით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფასების მნიშნელოვანი კორექტირება არ მომხდარა ამ სექტორისთვის და ალბათ, მოლოდინი აქვთ, რომ გარკვეული კლების მიმართულებით კორექცია მოხდება, მომავალი კვარტლის განმავლობაში.



სხვა ყველა სექტორში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინი ფასების ზრდის მიმართულებით არის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი, ერთის მხრივ, მწარმოებლებს უძვირდებათ იმ პროდუქციის მიწოდება ბაზარზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ და ამავდროულად, შესაძლებელია, მოლოდინი ჰქონდეთ, რომ დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, გაუმჯობესდება მოთხოვნა მას შემდეგ, რაც უკვე ეკონომიკა გაიხსნება და ადამიანები შეძლებენ გარკვეული შემოსავლების აღდგენას. შესაბამისად, ამან შესაძლოა, მოთხოვნაც გააუმჯობესოს და ეს ორი ფაქტორი, ერთის მხრივ, გაძვირებული ნედლეული და წარმოების დანახარჯები, მეორეს მხრივ კი, დღევანდელთან შედარებით მოთხოვნის ზრდა განაპირობებს ბიზნესში ფასების ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინებს“,- განაცხადა გიორგი პაპავამ.


ცნობისთვის, „აისეტმა“ ბიზნესისი განწყობების შესახებ კვლევა, მეოთხე კვარტლის მდგომარეობით გამოაქვეყნა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up