ქართული ბანკების ჯამური აქტივები 2020 წელს, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 22%-ით არის გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა, საგრძნობლად შემცირდა სექტორის ჯამური მოგება. თუკი 2019 წელს 15 ბანკის მთლიანი მოგება 853 მილიონი ლარი იყო, 2020-ში სექტორის მთლიანმა მოგებამ 99 მილიონი ლარი შეადგინა, 8 ბანკმა კი წელი ზარალით დაასრულა. მათ შორის ყველაზე დიდი - 24.7 მილიონიანი ზარალი „ქართუ ბანკმა" განიცადა.
2020 წლის 31 დეკემბრის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 123 მილიონიანი წმინდა მოგება "თიბისი ბანკს" ჰქონდა, მეორე ადგილს კი „საქართველოს ბანკი“ 57,108,880 ლარის წმინდა მოგებით იკავებს. მესამე ადგილზე შარშანდელის მსგავსად „კრედო ბანკია“, რომლის წმინდა მოგებამ 13,950,614 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკის აქტივების ზომა სულ რაღაც 1,395,024,280 ლარია.
წმინდა მოგება/ზარალის და აქტივების მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი ასეთია:
"თიბისი ბანკი" - 123,180,649 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 21,727,528,822 ლარი;
"საქართველოს ბანკი" - 57,108,880 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 20,221,951,741 ლარი;
"კრედო ბანკი" - 13,950,614 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,395,024,280 ლარი;
"ბაზისბანკი" - 5,972,349 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 2,006,267,655 ლარი;
"პროკრედიტ ბანკი" - 3,534,386 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,896,793,723 ლარი;
"იშ ბანკი საქართველო" - 2,797,749 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 327,317,833 ლარი;
"ზირაათ ბანკი საქართველო" - 1,408,108 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 128,766,277 ლარი;
"სილქ როუდ ბანკი" - 1,182,511 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 79,660,640 ლარი;
"ფინკა ბანკი საქართველო" - 2,887,850 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 283,236,646 ლარი;
"ხალიკ ბანკი საქართველო" - 12,894,496 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 635,233,527 ლარი;
"ტერაბანკი" - 13,830,949 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 1,263,721,338 ლარი;
"ვითიბი ბანკი ჯორჯია" - 14,776,340 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 2,047,322,037 ლარი;
"ლიბერთი ბანკი" - 15,173,231 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 2,981,966,362 ლარი;
"პაშა ბანკი საქართველო" - 23,193,879 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 469,857,867 ლარი;
"ქართუ ბანკი" - 24,751,630 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 1,406,277,389 ლარი.