„გვსურს ბანკზე ნაკლებ პროცენტში მივიღოთ თანხა, მომხმარებელს კი შედარებით მეტი სარგებელი მივცეთ“ - „ჩერიმ“ ფასიანი ქაღალდები გამოუშვა

„გვსურს ბანკზე ნაკლებ პროცენტში მივიღოთ თანხა, მომხმარებელს კი შედარებით მეტი სარგებელი მივცეთ“ - „ჩერიმ“ ფასიანი ქაღალდები გამოუშვა

access_time2021-02-11 11:00:51

ყავის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „ჩერი“ ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. „ჩერის“ თამასუქი არის საინვესტიციო პროდუქტი, წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, მოკლევადიან სასესხო ვალდებულებას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მათთვის ვისაც სურს ფულის მოკლევადიანი დაბანდება საბანკო ანაბარზე უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლით.


როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, „ჩერის“ თამასუქი არის 6-დან 10 თვემდე ვადის, არანაკლებ 5000 ლარიანი ნომინალური ღირებულების სესხი რომელსაც ღებულობს კომპანია ჩერი და იღებს ვალდებულებას დააბრუნოს. თამასუქის თანხას დაერიცხება წლიური 12%, სარგებლის ყოველთვიური გადახდით (თვეში - 1%).


„ჩერი ყიდის თამასუქს იმიტომ, რომ გადაიხადოს საბანკო ოვერდრაფტზე ნაკლები პროცენტი ანუ საშუალოდ ბანკის 6-10 თვიანი სესხი ლარში ღირს წლიური - 14%, ამ შემთხევაში კი უფრო ნაკლები გამოდის. თამასუქის მყიდველი კი მიიღებს საბანკო ანაბარზე მეტ საპროცენტო სარგებელს ანუ საშუალოდ ბანკები 6-10 თვიან ანაბარზე ლარში იხდიან მხოლოდ წლიურ 7%-ს. შესაბამისად იდეა იყო ის, რომ შედარებით ნაკლებ პროცენტში მიგვეღო თანხა, მომხმარებელს კი შედარებით მეტი სარგებელი მიეღო. მსგავსი პრაქტიკა უცხოეთშიც არსებობს.


დაინტერესება საკმაოდ დიდია, გავაფორმეთ არაერთი თამასუქი, თუმცა რაოდენობასა და ღირებულებაზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს. შეიძლება ითქვს, რომ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ. აღნიშნულ თანხას ისევ წარმოების პროცესში გამოვიყენებთ, ამ ეტაპზე სხვა განსაკუთრებული გეგმები არ გვაქვს“,
- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა თინათინ ლომთაძემ.



კომპანიის ინფორმაციით, თამასუქის შემთხვევაში ხდება სავალუტო რისკის დაზღვევაც ანუ იმ შემთხვევაში თუ თამასუქის თანხის დაბრუნების დღეს, გაცემის დღესთან შედარებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3%-ზე მეტად იქნება გაუფასურებული თამასუქის მფლობელს ასევე აუნაზღაურდება კურსთაშორის სხვაობა.


კომპანიის წარმომადგენელმა პანდემიის დროს არსებულ სიტუაციაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყავაზე მოთხოვნა პანდემიის დროს გაზრდილი იყო, რაც შეეხება გეგმებს, საექსპორტო ქვეყნების მიმართულებით მუშაობის გაგრძელება წელს უფრო გააქტიურდება.


„პანდემიის დროს არცერთი წუთით არ შეგვიწყვიტავთ მუშაობა, პირიქით მოთხოვნა გაიზარდა და აქტიურად ვაგრძელებდით მუშაობას. მომხმარებელთა მხრიდან დაინტერესება გაიზარდა და მიტანის სერვისითაც აქტიურად სარგებლობდნენ.

გარდა ამისა, აქტიურად ვაგრძელებთ ექსპორტზე მუშაობას, გვყავს პარტნიორები აზერბაიჯანში და რუსეთში. ამ მიმართულებით აქტიურობას წელსაც გავაგრძელებთ და შესაძლოა დამატებით სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის შესაძლებლობაც განვიხილოთ“, -განაცხადა თინითან ლომთაძემ.


„ჩერი“ 2012 წელს დაარსდა და კომპანიის ქარხანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. მასში 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
ჩერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up