დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-25 21:00:16

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. ნულთან მიახლოებული მოგება და გაორმაგებული ნეგატიური სესხების რაოდენობა - საბანკო ასოციაცია ბანკების 2020 წელს აჯამებს.

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 1.5 მილიონიანი ზარალი განიცადეს. ნოემბრის განმავლობში კი, წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. ნოემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და შემოსავლებმა 433.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი.


2. TBC Capital: 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.4%-ით გაიზრდება

თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება


3. 1.5 მილიონიანი ზარალი და 570 მილიონამდე გაზრდილი ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი - ბანკების 11 თვის მაჩვენებლები

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 1.5 მილიონიანი ზარალი განიცადეს. მხოლოდ ნოემბრის განმავლობაში კი, წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია მოცემული

4. კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები სვანეთში და სასტუმრო ბანგურიანის განცხადება


სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. ეს ინფორმაცია „ენერგო პრო ჯორჯიამ გაავრცელა.


5. ერთი წელი კინოსეანსის გარეშე - „არ არსებობს საქართველოში ჩვენ გარდა ბიზნესი, რომელიც ერთხელაც კი არ გახსნილა

2021 წლის მარტის თვეში ზუსტად ერთი წელი გახდება, რაც საქართველოს კინოთეატრების დიდი ეკრანები ჩამქრალია. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე კინოს ბიზნესი, არაერთხელ ელოდა მუშაობის ნებართვის მიღებას, თუმცა როგორც „კომერსანტთან“ „კავეა თბილისი მოლის“ მფლობელმა ბაკურ ლაშქარავამ აღნიშნა, საფუძვლიანი ვარაუდით, მარტამდე კინოჩვენებები არ აღდგება.


6. სავაჭრო ცენტრებთან ხალხის ნაკადმა საგრძნობლად იმატა( ფოტოები)

ობიექტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხალხის ნაკადმა გუშინდელთან შედარებით საგრძნობლად იმატა, თუმცა ისინი სიტუაციას აკონტროლებენ და იცავენ ყველა შესაბამის რეგულაციას


7. „წელს გაყიდვები განახევრდა, თუმცა თანამშრომლების სრულად შენარჩუნება მოვახერხეთ - „კია მოტორსი

კია მოტორს ჯორჯიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალომე ჯანაშვილმა „კია მოტორსში“ დაგეგმილ სიახლეებზე და წინასაახალწლო აქციებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, კომპანიამ მომხმარებლის თითოეული სეგმენტის საჭიროებები გაითვალისწინა და საახალწლოდ მათ რამდენიმე აქცია შესთავაზა.

8. პანდემიამ „კულას“ გაფართოების გეგმები დაუპაუზა

საკონსერვო წარმოება „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელი რთული იყო, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა მაქსიმალიურად ეცადა სრულყოფილად გაესტუმრებინა ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოსთან ან კერძო დამკვეთებთან ჰქონდა.

9. ბრიტანეთი და ევროკავშირი Brexit -ის პირობებზე შეთანხმდნენ

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმიდან 4 წლის შემდეგ ლონდონმა და ბრიუსელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მათ შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს

10. The Guardian: აშშ-ში 2020 წელს სიკვდილიანობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

სავარაუდოდ, 2020 წელი სიკვდილიანობის კუთხით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე იქნება - თუ არ ჩავთვლით ომების პერიოდებს.


თეგები:
Top10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up