1.5 მილიონიანი ზარალი და 570 მილიონამდე გაზრდილი ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი - ბანკების 11 თვის მაჩვენებლები

1.5 მილიონიანი ზარალი და 570 მილიონამდე გაზრდილი ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი - ბანკების 11 თვის მაჩვენებლები

access_time2020-12-25 12:00:02

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 1.5 მილიონიანი ზარალი განიცადეს. მხოლოდ ნოემბრის განმავლობაში კი, წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია მოცემული.


ნოემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და შემოსავლებმა 433.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.


2020 წლის 11 თვეში ქართული ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 107 მილიონი ლარით შემცირდა და მან 1.85 მილიარდი ლარი შეადგინა. ფიზიკური პირების სესხების პორტფელი 18.6 მილიარდი ლარია, რაც მთლიანად საბანკო სესხების 51%-ია. კომერციულ ბანკებსა და ფიზიკურ პირებს შორის 3 მილიონი სასესხო ხელშეკრულებაა მოქმედი, რომლიდააც 1.3 მილიონი სესხი სამომხმარებლოა, 112 ათასი კი იპოთეკური, 251 ათასი ბიზნესის განვითარებისთვის აღებული სესხი, 202 ათასი სალომბარდე სესხი, 1.2 მილიონი კი სხვა დანიშნულებებისთვის აღებული სესხებია.



ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო განაკვეთი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებისთვის 12.34%-ს შეადგენს, იურიდიული პირების სესხების საშუალო განაკვეთი კი 6.62%-ია. განაკვეთებს შორის სხვაობას, პირველ რიგში, ამ სესხების განსხვავებული რისკიანობა და სავალუტო შემადგენლობა განაპირობებს.


პირველი ნოემბრისთვის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელმა 570 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 48 მილიონი ლარით მეტია. ამ ზრდის მიუხედავად, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებების მაჩვენებელი მაინც დაბალ ნიშნულზე, 1.54%-ზე ნარჩუნდება, თუმცა ეროვნული ბანკის პროგნოზით, ვადაგადაცილებების მოცულობა მომდევნო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება.

თეგები:
ბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up