კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები სვანეთში და სასტუმრო ბანგურიანის განცხადება

კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები სვანეთში და სასტუმრო ბანგურიანის განცხადება

access_time2020-12-25 13:49:53

„მე ვერ ვხედავ კანონდარღვევას ბიტკოინების წარმოებაში, თორემ სიამოვნებით ვეტყოდი, რომ კანონს არღვევს.“ - ასე ეხმაურებოდა ერთი წლის წინ მესტიის მუნიციპალოიტეტის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობის პროტესტს ბიტკოინების წარმოების გამო.


ბიტკოინების ეპოქაში მატულობს კრიპტოვალუტის მწარმოებელი მაინერების რიცხვი. ამის მაგალითია საქართველოს ის რეგიონი, რომელიც დენის გადასახადისგან სრულიად თავისუფალია და მსურველებს უფასოდ შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ელექტეროენერგია მოიხმარონ, რათა ბიტკოინებით შემოსავალი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ამ მაინერებს  სამუშაოდ საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება.

 

ბიტკოინების ქარხნების გამო სვანეთის მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელთა სახლები ჩაბნელებული იყო ისევე, როგორც სკოლები, ბაღები და სამედიცინო დაწესებულებები.

 

ცოტა ხნის წინ კი, სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. ეს  ინფორმაცია „ენერგო პრო ჯორჯიამ გაავრცელა.

 

კომპანიის განცხადებით, 2020 წელს, მესტიაში კატასტროფულად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რისი მიზეზიც ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას იტაცებენ.

 

სასტუმრო ბანგურიანის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ სასტუმროს ამ ფაქტთან არავითარი შემხებლობა არ აქვს:

 

„გვსურს გამოვეხმაუროთენერგო-პრო ჯორჯიასენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia მიერ გაკეთებულ განცხადებას მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტის გამოვლენასთან დაკავშირებით.

 

 


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასტუმრო ,,ბანგურიანისდამხმარე ფართში პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატები, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ.

 

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სასტუმრობანგურიანსამ ფაქტთან არავითარი შემხებლობა არ აქვს. აღნიშნული ფართი განთავსებულია სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და არ წარმოადგენს სასტუმროს საკუთრებას.

 

 

ხაზგასმით უარვყოფთ სასტუმროს რაიმე სახის კავშირს კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების განთავსებასა და ნებისმიერი ფორმის კანონდარღვევასთან. მითითებულ გამოძიებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია.

 

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ სასტუმრობანგურიანსმისი არსებობის მანძილზე არასდროს ჰქონია იმ ოდენობის დენის მიწოდება/მოხმარება, რაც საჭიროა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების ფუნქციონირებისთვის და შესაბამისად, სიმართლეს არ წარმოადგენსენერგო-პრო ჯორჯია“- განცხადებაში მითითებული გარემოება, თითქოს სასტუმროს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ენერგო-პრო ჯორჯია“- მიერ გამოქვეყნებული განცხადება არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს, მათი მხრიდან არ მომხდარა კომუნიკაცია სასტუმრობანგურიანთანდა სასტუმროს ამ კონტექსტში მოხსენიება საფრთხეს უქმნის მის საქმიან რეპუტაციას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ დააკორექტირებს მითითებულ განცხადებას, სასტუმრობანგურიანიიტოვებს უფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები.

 

განცხადების პირველწყაროს მივმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში დააკორექტიროს არასწორად მითითებული მონაცემები და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

 

გვსურს მადლობა გადავუხადოთ სამართალდამცავ უწყებებს დროული რეაგირებისა და იმ კანონდარღვევის გამოვლენისთვის, რომელიც არაერთხელ გამხდარა ადგილზე არსებული ელექტროქსელის დაზიანების მიზეზი. _ ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

 

 

„მხოლოდ მესტიის რაიონი ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიები. კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ მწყობრიდან გამოსული ქსელი დროულად შეაკეთონ, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოჰყავს. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს ადგილზე არ აქვთ უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება“, - აღნიშნეს კომპანიაში.

 

„ენერგო-პრო ჯორჯია“ შესაბამის ორგანოებს სთხოვს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების გამოვლენა.

 

„ბანგურიანის“ ფინანსურმა მენეჯერმა ლევან ჯოჯუამ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ კრიპტოვალუტის ქარხანა სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე არ აღმოუჩენიათ. „სასტუმროს ესაზღვრება სხვა პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. ელექტროენერგიის მოპარვაც ხდებოდა არა ჩვენი მრიცხველიდან, არამედ ჩვენს მრიცხველამდე. ვგეგმავთ საპასუხო განცხადების გაკეთებას და შესაძლოა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სასამართლოშიც ვუჩივლით“, - განმარტა ლევან ჯოჯუამ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.


თეგები:
ბანგურიანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up