ნულთან მიახლოებული მოგება და გაორმაგებული ნეგატიური სესხების რაოდენობა - საბანკო ასოციაცია ბანკების 2020 წელს აჯამებს

ნულთან მიახლოებული მოგება და გაორმაგებული ნეგატიური სესხების რაოდენობა - საბანკო ასოციაცია ბანკების 2020 წელს აჯამებს

access_time2020-12-25 10:00:43

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 1.5 მილიონიანი ზარალი განიცადეს. ნოემბრის განმავლობში კი, წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. ნოემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და შემოსავლებმა 433.7 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი.

 

არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

 

საბანკო სექტორის 2020 წლის შესახებ და მომავალი წლის მოლოდინებზე „კომერსანტთან“ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.

 

„2020 წელი საკმაოდ რთული წელი იყო საბანკო სექტორისთვის. წლის დასაწყისში ოპტიმისტური მოლოდინები იყო, მაგრამ მარტის თვიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. საბანკო სექტორი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აღნიშნულს სიტუაციაში ადეკვატურად მოახდინა რეაგირება, მათ შორის გადავადებების დაწყება და დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლა. საბანკო სექტორმა პირველ კვარტალში სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი გაზარდა დაახლოებით 1 200 000 ლარის მოცულობით, რამაც  მთლიანად საბანკო სისტემა ზარალზე გაიყვანა და წლის განმავლობაში ვცდილობთ რომ ეს ზარალი ამოიწუროს, წლის ბოლოსთვის კი ვიმედოვნებთ ნულთან ახლოს ან მინიმალურ მოგებას მიუახლოვდება. რაც შეეხება რეზერვებს, ამ ჭრილში მარტის თვეში რეზერვის შექმნამ მაღალი ზარალი გამოიწვია და ამ ეტაპისთვის საბანკო სექტორი ამ რეზერვს არ გაცდენილა. მიმდინარე წელს რეზერვი, დაახლოებით, 2.2%-ით გაიზარდა, რაც გასულ პერიოდთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. ნეგატიური სესხების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 15%-მდე ავიდა.

 


 სექტორს  მართალია არცერთი წუთით არ შეუჩერებია სერვისების მიწოდება და ფაქტიურად არცერთი ლოქდაუნი არ შეხებია, თუმცა მიუხედავად ამისა ძირითადი პორტფელის რესტრუქტურიზაციაზე მუშაობა დასჭირდა. საბანკო სექტორი ჩართული იყო აქტიურად იმ ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში, როგორც  სუბსიდირების ნაწილში, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემაში და სხვა, აქედან გამომდინარე მათთვის მძიმე და დატვირთული წელი იყო. ანტიკრიზისული გეგმის ნაწილმა ლარიზაციის გაგრძელებას ხელი შეუწყო, მათ შორის იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ, 650 მლნ-ზე მეტი პორტფელის რეალიზება მოახდინა.  აღნიშნულმა პროექტმა წაახალისა არა მხოლოდ სუბსიდირებული სესხები, არამედ - იპოთეკური ბაზარი. თუმცა სექტორი მომზადებული შეხვდა ამ კრიზისს, რადგან გვქონდა როგორც კაპიტალის ბუფერები ასევე საკმარისი ლიკვიდობა, მაგრამ ლარის ლიკვიდობის ნაწილში დიდი მხარდაჭერა იყო როგორც სახელმწიფოსგან ასევე ეროვნული ბანკისგან, ამიტომ არამხოლოდ მზად შევხვდით, ამ კრიზისს არამედ მზად ვართ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ რეაბილიტაციის პროცესს. წელს საბანკო სექტორმა მდგრადობა აჩვენა“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სებ-ი მუდმივად მხარს უჭერდა საბანკო სექტორს და მას უკვე აქვს მაქსიმალურად ის ინსტრუმენტები რომლითაც შეუძლია რომ სექტორი წაახალისოს ბუფერების და რეზერვების ნაწილში.

 

„ეროვნულ ბანკს დღეს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მომავალი წლის კრიზისული მდგომარეობა მართოს. სებ-ს უკვე აქვს ბუფერები შექმნილი, რომლის გამოთავისუფლების შედეგადაც, რეზერვების ზრდა დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. მომავალ წელს რეზერვების გამოთავისუფლებას უფრო ვფიქრობთ, ვიდრე  დამატებითი რეზერვის შექმნას. ეროვნული ბანკი მუდმივად მხარს უჭერდა კრიზისს პერიოდში საბანკო სექტორს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი ფუნქცია არ არის, კურსთაშორის მოკლევადიან რყევებს მაქსიმალურად ასტაბილურებდა, მათ შორის ინტერვენციებით. ასევე სებ-ს უკვე აქვს მაქსიმალურად ის ინსტრუმენტები რომლითაც შეუძლია რომ საბანკო სექტორი წაახალისოს ბუფერების და რეზერვების ნაწილში. ოპტიმისტურად ვვარაუდობთ, რომ 2021 წელი გადალაგების პერიოდი იქნება, ხოლო 2022 წლიდან შესაძლოა საბანკო სექტორი დაუბრუნდეს ძველ მაჩვენებლებს.

 

მომავალ წელს ოპტიმისტურად ვუყურებთ, თუმცა პირველი კვარტლის ტენდენციები გვაჩვენებს მთლიანად წლის განმავლობაში რა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ ვფიქრობთ რომ 2021 უარესი წელი იქნება“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.

 

ნინო თამაზაშვილი





კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...


მსგავსი სიახლეები

up