„წელს გაყიდვები განახევრდა, თუმცა თანამშრომლების სრულად შენარჩუნება მოვახერხეთ - „კია მოტორსი“

„წელს გაყიდვები განახევრდა, თუმცა თანამშრომლების სრულად შენარჩუნება მოვახერხეთ - „კია მოტორსი“

access_time2020-12-25 15:00:16

რადიო ”კომერსანტის” გადაცემა ”ბიზნესმენის დილაში” "კია მოტორს ჯორჯიას" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალომე ჯანაშვილმა „კია მოტორსში“ დაგეგმილ სიახლეებზე და წინასაახალწლო აქციებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, კომპანიამ მომხმარებლის თითოეული სეგმენტის საჭიროებები გაითვალისწინა და საახალწლოდ  მათ რამდენიმე აქცია შესთავაზა.


„პირველი რისი გაკეთებაც გადავწყვიტეთ და რითაც აქცია დავიწყეთ, ეს არის  2020 წლის  სრულ სამოდელო რიგზე, მათ შორის  როგორც ევროპულ, ასევე კორეული წარმოების მოდელებზე. გარდა  ამისა სტატუს  სოლო  კლიენტებს ავტომობილების ექსკლუზიური პირობებით შეძენის შესაძლებლობა აქვთ.


ფასდაკლება განვადების შემთხვევაშიც მოქმედებს, წინასწარი შენატანი 0% -იდან იქნება , ხოლო  ყოველთვიურ შენატატს  რაც  შეეხება , განვადების შემთხვევაში  ფასები თვეში  550 ლარიდან იწყება  და  მოდელისა  და  ავტომობილის სპეციფიკაციის გათვალისწინებთ  2280 ლარამდე ადის.- აღნიშნავს სალომე ჯანაშვილი.


სალომე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ "კია" უნიკალური ბრენდია, რომელსაც ჰყავს როგორც კომერცული და კორპორატიული, ასევე საცალო კლიენტები.


„უშუალოდ სეგმენეტს რაც  შეხება  აქ  მინდა  გამოვყო პრემიუმ სეგმენტის მოდელი, ეს არის  2020  წლის მე-4  თაობის  კია სორენტო,  რომელსაც  წელს, როგორც  ადგილობრივი, ასევე  მსოფლიო მასშტაბით ტრიუმფალური  დებიუტი  ჰქონდა,  გამოსვლისთანავე  ავტომობილმა წლის საუკეთესო, ყველგანმავალი ავტომობილის ჯილდო მოიპოვა. ასევე  მინდა  ვახსენო კია  კარნივალი, რომელიც პრემიუმ ხარისხის მინივენია და მომხმარებელს  პრემიუმ კომფორტსა და უახლოეს ინოვაციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს.


რაც  შეეხება  სპორტულ სამოდელო  რიგს  ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი  აქ  კია სილია,   რომელმაც  წელს კიას ყველაზე მაღალი ხარისხის ავტომობილების ჯილდო მოუტანა.  გარდა ამისა კია K 5 უახლესი მოდელი, როგორც  მსფოლიოსში ასევე  ქართულ ლოკალურ ბაზარზე ძალიან პოპულარულია და ერთ-ერთი ასეთი საინტერესო  დეტალი არის ის, რომ სავარძლების პრემიუმ კომფროტზე  კიამ  და ნასას  ორგანიზაციამ  ერთად  იზრუნეს. მომხმარებელს შეუძლია, რომ ეს  მოდელი დაათვალიეროს  და დარწმუნდეს, თუ რამდენად  მაგარი ვიზუალი და შესაძლებლობები აქვს“ -  აღნიშნავს სალომე  ჯანაშვილი.


სალომე ჯანაშვილმა კია მოტორსზე პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სრულიად ბიზნეს სექტორი პანდემიამ ავტო ინსუსტრიაც დააზარალა და დიდი დარტყმა მიაყენა. კია მოტორსის გაყიდვები   წინა წელთან შედარებით განახევრდა.


„რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ გაყიდვებს,  დაგეგმილთან შედარებთ შეიძლება  ითქვას, რომ გაყიდვები წელს განახევრდა, მაგრამ ამასთანავე ვფიქრობთ, რომ ეს  ერთგვარი შეკავებული მოთხოვნაა, რომელიც  სიტუაციის გამოსწორებასთან და  დასტაბილურებასთან ერთად  აუცილებლად  იჩენს  თავს, იმიტომ რომ 2021 წელს მოხმარებლებს უამრავ საინტერესო სიახლესა და სურპრიზს ვპირდებით. ასევე მინდა ვახსენო, რომ კომპანიამ ყველა თანამშრომლის სრულიდ შენარჩუნება მოახერხა.


რაც შეეხება  2021 წელს,  მომხმარებლებს  ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით და ეს კიას ბრენდის ისტორიაში ეპოქალური ცვლილება იქნება“ - აღნიშნავს სალომე ჯანაშვილი.


თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up