დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-21 21:00:13

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1. გაზრდილი მოთხოვნა ჯანმრთელობის დაზღვევაზე და შემცირებული ავტოდაზღვევა - დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო სექტორის პანდემიურ წელს აჯამებს

 

 

2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

2. „დადგინდა ბიზნეს სუბიექტის მიერ, სახნავი მიწის არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი - „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა

 

„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაცია, მარნეულში სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის არა მიზნობრივად გამოყენების შესახებ დადასტურდა. რამდენიმე დღის წინ მედიაჰოლდინგი გიყვებოდათ, რომ 15 683 კვ. მეტრზე სიმინდის ყანების, კომბოსტოს პლანტაციების, ან სულაც კარტოფილის ნათესები ნაცვლად ტირ პარკი - „მწვანე“ ფუნქციონირებდა. სანდო წყარო გვიყვებოდა, რომ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ შ.პ.ს. „მწვანეს“ მწვანე შუქი აუნთეს და ბიზნესსაქმიანობის უხეში კანონდარღვევით დაწყების უფლება მისცეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული ფაქტის შესახებ „კომერსანტისგან“ გაიგო, უწყებამ საკითხის მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც დაადგინა, რომ სახნავ-სათესი მიწა, არამიზნობრივი დანიშნულებით გამოიყენება

 

3. ბანკების მიმართ პრეტენზიები 48,8%-ით გაიზარდა - რა საკითხებზე ედავება მომხმარებელი პანდემიის დროს ფინანსურ სექტორს

 

 

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 16 521 საჩივარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,8%-ით მეტია. 2019 წლის 10 თვეში სებ-ში ბანკებზე 11 101 საჩივარი დაიწერა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

 

 

4. ნათია თურნავა - სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, მოხდება უფრო მეტი კორპორატიზაცია, ცივილური მეთოდებით მართვა

 


 

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას, კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაციასა და სტრატეგიულ მიზნებსა და საწარმოთა ფლობის რაციონალურობას.

 

5. წინასწარი შედეგებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია

 

 

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია. წინასწარ შედეგებს „საქსტატი“ ავრცელებს.

 

 

6. ნინო წილოსანი ნათია თურნავას - რა პოლიტიკა გექნებათ ბიზნესის და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?

 

 

რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით? - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მიმართა.



7. ივანე მაჭავარიანი - სტერეოტიპი, რომ საქართველო პატარაა და საფონდო ბირჟა არ სჭირდება დასამსხვრევია

 

ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, ის სტერეოტიპი, რომ საქართველო პატარაა  და საფონდო ბირჟა არ სჭირდება დასამსხვრევია.  მისი თქმით, ბონდებით ვაჭრობისთვის მოედანი უკვე მომზადებულია, კანონმდებლობა გამართულია. კაპიტალზე მოგება არ იბეგრება.  აღნიშნა, რომ ჩარჩოს მცირე კომპონენტები აკლია. მისი თქმით, ბაზრის რეფორმა ყველამ საპენსიო რეფორმის ნაწილად უნდა აღიქვას

 

 

8. „100 საინვესტიციო შეთავაზება პროექტს“ ფარგლებში, 124 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ძალიან ცოტაა - ზარქუა თურნავას

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით,მომავალ წელს დაგეგმილი 4.3%-იანი ეკონიმიკურ ზრდა პესიმისტურია და დარწმუნებულია, რომ მეტი იქნება. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მან ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მიმართა და უთხრა, რომ 100 საინვესტიციო შეთავაზება პროექტს“ ფარგლებში, 124 მლნ ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ძალიან ცოტაა.

 

 

9. El País: მასშტაბურმა სპეცოპერაციამ „რუსული სამოთხე“ დაანგრია

 

14 დეკემბერს ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვინმე ალექსეი შიროკოვის ვილას ქალაქ ალიკანტეს ერთ-ერთი ელიტურ რაიონში მიაკითხა და ის, მეუღლესთან ერთად დააპატიმრა.

 

 

10. კორონავირუსის ახალმა შტამმა ბრიტანეთი პანიკაში ჩააგდო

 

 

სავარაუდოდ კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთში ჯერ კიდევ სექტემბერში გაჩნდა, თუმცა, აქტიური გავრცელება მხოლოდ ნოემბერს შუა რიცხვებში დაიწყო - ნათქვამია ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაში.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up