გაზრდილი მოთხოვნა ჯანმრთელობის დაზღვევაზე და შემცირებული ავტოდაზღვევა - დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო სექტორის პანდემიურ წელს აჯამებს

გაზრდილი მოთხოვნა ჯანმრთელობის დაზღვევაზე და შემცირებული ავტოდაზღვევა - დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო სექტორის პანდემიურ წელს აჯამებს

access_time2020-12-21 10:00:04

2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 

2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10,5 მლნ. ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 6 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 33,8 მილიონი ლარი შეადგინა.

 

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 6 თვეში კომპანიების აქტივები - 835,9 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 245.1 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

საქართველოს მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6 პროცენტია დაზღვეული. 2020 წლის 9 თვეში 609,027 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 91,898 პოლისი იყო გაყიდული.


სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ პანდემიურ 2020 წელს აჯამებს და სადაზღვევო სექტორში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, პანდემიამ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა გაზარდა, ხოლო ავტოდაზღვევის მსურველების რიცხვი საგრძნობლად შეამცირა.


 

„ამ ეტაპზე ვხედავთ პანდემიის გავლენას ანუ  პირველი უპანდემიო კვარტალი იყო ძალიან კარგი და ყველა სახეობაში როგორც პრემიაში ასევე დაზღვეულების რაოდენობაში იყო ზრდა, შემდეგ ლოკდაუნმა ზრდა შეაჩერა და სხვადასხვანაირად იმოქმედა ჯანმრთელობის დაზღვევის თვალსაზრისით. საინტერესო მომენტია, რომ დაზღვეულების რაოდენობამ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ზრდა დაიწყო და ყოველთვიურად შეინიშნება მატება. რაც შეეხება ავტოდაზღვევას, მის საცალო ნაწილში დაზღვეულთა რაოდენობის შემცირებაა.

 

ვფიქრობ, რომ პანდემიამ და სადაზღვევო  ინდუსტრიის მიერ მომსახურების დონის  შენარჩუნებამ, ასევე კოვიდიანი პაციენტების მართვამ, აჩვენა ბაზარს, რომ ეს კარგი საქმეა და აშკარად ახლაც კი ნოემბრის პერიოდში გამძაფრებულია ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა. მცირე ზომის კომპანიები აფორმებენ პირველად ხელშეკრულებებს და  თანამშრომლებს აზღვევენ, გაიზარდა ნდობაც და ინტერესიც. რაც შეეხება ავტოდაზღვევის შემცირებას, ვფიქრობ აქ პრიორიტეტების გადანაწილებამ ითამაშა განსაზღვრული როლი და შეზღუდული ფინანსების პირობებში ადამიანებმა ავტომობილების ნაცვლად ჯანმრთელობის დაზღვევაზე გააკეთეს არჩევანი, თუმცა ეს ჯერ კიდევ გასაანალიზებელია“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

 

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი სადაზღვევო სექტორის გაზრდილ ხარჯებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების მხოლოდ მართვა უხეში გათვლებით 100-120 ლარი ჯდება. მისი თქმით, სადაზღვევოებს კოვიდგადატანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვაც უწევთ, რომლებსაც ვირუსმა გარკვეული პრობლემები დაუტოვა.


„სადაზღვევო სექტორს ზრდა არ აქვს, მაგრამ წითელი ციფრებიც არ არის და ეს პოზიტიურია. თუმცა სადაზღვევოებს ხარჯები გაეზარდათ, მაგალითად დიდ კომპანიებს 1500-მდე კაცი ჰყავთ კოვიდ ინფიცირებული რომელსაც მართავენ, რომელთა ხარჯს თვითონ იღებენ. პირველადი უხეში გათვლებით მხოლოდ მართვა 100-120 ლარი ჯდება, მედიკამენტის და სხვა ყველა დანახარჯების გარეშე. ხარჯის მეორე ნაწილი  პოსტკოვიდური მდგომარეობიდან მოდის, მაგალითად კოვიდგადატანილი ადამიანები, რომლებსაც ვირუსმა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები დაუტოვა, სადაზღვევოებს მიმართავენ.  ეს პოსტკოვიდური თემები აშკარად სადაზღვეოებისთვის წინ წამოვა, მართალია ეს ხელშეკრულებებში გათვალისწინებული არ არის, თუმცა კომპანიები კონკრეტულ ქეისებს გადიან და ასეთ შემთხვევებსაც შეძლებისდაგვარად აფინანსებენ, რაც არ არის მარტივი. მართვის ხარჯებს სადაზღვევოები თვითონ ანაზღაურებენ, ეს არ არის საბოლოოდ მცირე თანხები. თუმცა პოსტკოვიდური ხარჯების დაფარვაზე ალბათ საუბარი და განხილვა იქნება, ვფიქრობ საჭირო აღმოჩდება სახელმწიფო პროგრამების გაფართოებაც.

 

რაც შეეხება 2021 წელს, არც ის იქნება მარტივი, თუ მოგვისწრო ვაქცინამ, მაინც ფაქტია რომ ეს პროცესი ზაფხულამდე გადავა, ამიტომ სავარაუდოდ მომავალი წლის ნახევარი ისევ კოვიდური პროცესების მართვის პერიოდი იქნება, შესაბამისად სადაზღვევოების კუთხით განსაკუთრებული ზრდის იმედი არ გვაქვს. ფაქტია, რთული წელი იქნება.

 

კოვიდმა იმედია ბევრს დაანახა, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოტანა  საჭიროა და მათ შორის პირველი არის ავტომფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა, ამ ნაბიჯებით სადაზღვევო ურთიერთობების განვითარება აუცილებელია, რომ ისეთივე დაცული გახდეს ჩვენი საზოგადოება როგორც არიან უცხოეთში“, - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up