„დადგინდა ბიზნეს სუბიექტის მიერ, სახნავი მიწის არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი - „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა

„დადგინდა ბიზნეს სუბიექტის მიერ, სახნავი მიწის არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი - „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა

access_time2020-12-21 11:00:09

„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაცია, მარნეულში სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის არა მიზნობრივად გამოყენების შესახებ დადასტურდა. რამდენიმე დღის წინ მედიაჰოლდინგი გიყვებოდათ, რომ 15 683 კვ. მეტრზე სიმინდის ყანების, კომბოსტოს პლანტაციების, ან სულაც კარტოფილის ნათესები ნაცვლად ტირ პარკი - „მწვანე“ ფუნქციონირებდა. სანდო წყარო გვიყვებოდა, რომ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ შ.პ.ს. „მწვანეს“ მწვანე შუქი აუნთეს და ბიზნესსაქმიანობის უხეში კანონდარღვევით დაწყების უფლება მისცეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული ფაქტის შესახებ „კომერსანტისგან“ გაიგო, უწყებამ საკითხის მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც დაადგინა, რომ სახნავ-სათესი მიწა, არამიზნობრივი დანიშნულებით გამოიყენება:

 

 

 

„სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინიგის ეროვნულმა სააგენტომ“, კომპეტენციის ფარგლებში, მოიძია ინფორმაცია განცხადებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ინფორმაციის შესაბამისად, დასტურდება მარნეულის რაიონის სოფელ კაპანახჩში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ბიზნეს სუბიექტის მიერ, არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

 

 

ამასთან "კომერსანტს" აცნობეს, რომ სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და საკითხის შესწავლის დასრულებისთანავე, მოგვაწვდის ინფორმაციას ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების გარეშე, არა სასოფოლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება აკრძალულია. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, თუმცა როგორც ჩანს კანონი შპს „მწვანესთვის“ დაბრკოლება არ ყოფილა. სახნავ მიწაზე დაგებულია ბეტონის საფარი და იქ საერთაშორისო გადამზიდავი სატვირთო ავტომანქანების ავტოსადგომი ფუნქციონირებს.


 

 

 

უხეშ კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია არა ჰქონდათ საკითხზე კიდევ ერთ პასუხისმგებელ უწყებაში, ეკონომიკის სამინისტროში. სწორედ მათ დაქვემდებარებაში არსებულმა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ გასცა ლიცენზია ავტოსადგომის ფუნქციონირებისთვის. თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან განსხვავებით „კომერსანტის“ არა ერთი მცდელობის მიუხედავად მიეღო პასუხი კითხვაზე, უნდა გაგაეცათ თუ არა ავტოსადგომის ლიცენზია სახანავ მიწაზე, ნათია თურნავას უწყებისგან დაპირების მიუხედავად პასუხი ვერ მივიღეთ.

 

 

 

სანამ სახელმწიფო უწყებები საკითხს იკვლევენ, შპს „მწვანეს“ ოთხი მესაკუთრე: მადატ გუსეინოვი, ვუგარ ნოვრუზოვი, მამედ ქერიმოვი და სადიგ კურბანოვი,  სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია სახელმწიფო უწყებებთან კორუფციული გარიგებით, ბიზნეს საქმიანობიდან სარგებელს ნახულობენ. ვინ მიიღო და იღებს სარგებელს სავარაუდო კორუფციული გარიგებით, ჰქონდა თუ არა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გულგრილობას ადგილი და გადადგამს თუ არა ხელისუფლება ქმედით ნაბიჯს აშკარა კანონდარღვევის ფაქტის გამოსავლენად, „კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს უახლოესს მომავალში მოგაწვდით.

 

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up