კაპიტალის ბაზრის მოდელირებული ვერსია ფინანსთა მინისტრმა კაპიტალური გზის ჯვარედინზე გამართული შუქნიშნით წარმოადგინა, იმის თვასაჩინოებისთვის, საინვესტიციო შიმშილისას, როგორ შეიძლება ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტორებთან ხელის ჩამორთმევის გარეშე.
ადრე თუ სასურველი იყო, ახლა აუცილებელი გახდა, პანდემიის პირობებში, - ვანო მაჭავარიანმა სახელმწიფო საწამოების ფუნქციური გაძლიერების არაორდინალურ გამოსავალზე განაცხადა. სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, მათ გაძლიერებაზე. რომ ისინი ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ, რომელშიც ინვესტორები ფულს დააბანდებენ.
საპარტნიორო ფონდის დასახელებისგან თავი შეიკავა. მხოლოდ არასათანადო მენეჯმენტზე აღნიშნა. ასევე კომპანიების დეფოლტისას, სახელმწიფოს გაზრდილი ვალდებულებებით მოსალოდნელ გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება. გადაუხდელობით, თუ რა დაემართება ფისკალურ სივრცეს, იმ დროს, როცა მთავრობა იძულებითი გადახდის რეჟიმში დგება.
ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, ის სტერეოტიპი, რომ საქართველო პატარაა და საფონდო ბირჟა არ სჭირდება დასამსხვრევია. მისი თქმით, ბონდებით ვაჭრობისთვის მოედანი უკვე მომზადებულია, კანონმდებლობა გამართულია. კაპიტალზე მოგება არ იბეგრება. აღნიშნა, რომ ჩარჩოს მცირე კომპონენტები აკლია. მისი თქმით, ბაზრის რეფორმა ყველამ საპენსიო რეფორმის ნაწილად უნდა აღიქვას.
ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს აკლია 1 კომპონენტი, სპეცდეპოზიტარი, რომელმაც ფასიანი ქაღალდები უნდა შეინახოს და აღრიცხოს.
GBC