El País: მასშტაბურმა სპეცოპერაციამ „რუსული სამოთხე“ დაანგრია

El País: მასშტაბურმა სპეცოპერაციამ „რუსული სამოთხე“ დაანგრია

access_time2020-12-21 19:00:01

14 დეკემბერს ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვინმე ალექსეი შიროკოვის ვილას ქალაქ ალიკანტეს ერთ-ერთი ელიტურ რაიონში მიაკითხა და ის, მეუღლესთან ერთად დააპატიმრა.

 

თავად შიროკოვს ეს დიდად არ გაკვირვებია. რამდენიმე თვის წინ ინფორმატორებმა ის გააფრთხილეს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი მის დაპატიმრებას გეგმავდა. თუმცა, ეს პირველი ასეთი გაფრთხილება არ ყოფილა, ამიტომაც 50 წლის რუსი იურისტი მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას კომფორტ-კლასის დახურულ რაიონში, რომელსაც ადგილობრივები „რუსულ სამოთხეს“ უწოდებდნენ.

 

შიროკონვი ძირითადად უძრავი ქონების სფეროში და სამეწარმეო საკითხებში კონსულტაციებით იყო დაკავშირებული და ეს მისთვის ძალიან სარფიანი საქმე იყო - „რუსული სამოთხე“ ალიკანტეს ყველაზე ძვირადღირებული ვილებით გამოირჩევა, და იქ  ყოველი მეოთხე რუსი ცხოვრობს - სწორედ ამიტომაა ის „რუსული სამოთხე“.

 

შიროკოვის გარდა პოლიციამ კიდევ 25 ადამიან დააკავა და მათ უმრავლესობა - რუსები არიან. თუმცა, დაპატიმრებულებს შორის რამდენიმე ესპანელიც არის - პოლიციის ოფიცრები და ქალაქ ალიკანტეს მერიის თანამშრომლები.

 

ესპანეთის პოლიცია დარწმუნებულია, რომ შიროკოვის დაპატიმრებით ესპანეთში აშენებული რუსული იმპერია, თავისი ლუქს-კლასის აპარტამენტებით, ვილებით, სასტუმროებით და ღამის კლუბებით დაინგრა. მთელის ეს ქონება რუსეთში ნაშოვნი ბინძური ფულით აშენდა.

 

შიროკოვი, რომელიც თავს ქველმოქმედებით და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით იწონებდა, წლების მანძილზე ფულის გათეთრების მეფედ იქცა. მას ამ საქმეში რამდენიმე რუსი პარტნიორი ეხმარებოდა.

 

„მათ კომპანიებში, რომლებიც ძირითადად გართობის და უძრავი ქონების დარგებში მუშაობდნენ, რუსული მაფია იარაღით და  ნარკოტიკებით ვაჭრობით, სახელმწიფო საწარმოების თაღლითური პრივატიზაციის გზით მოპოვებულ მილიარდებს აბანდებდა“ - ნათქვამია ესპანეთის პოლიციის განცხადებაში.


 

დაკავებული ესპანელი მაღალჩინოსნები თავს შიროკოვის მეგობრებად თვლიდნენ, და აცხადებდნენ, რომ მის უკანონო საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ“ - განაცხადა ერთ-ერთმა გამომძიებელმა.

 

მაგრამ როგორც მინიმუმ რამდენიმე შემთხვევაში ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ - მაგალითად, ალიკანტეს პოლიციის უცხოელებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შიროკოვის კლიენტებს ვიზების და ბინადრობის უფლების მიღებას უმარტივებდა.

 

კორუმპირებული საჯარო მოხელეები მაფიას ინფორმაციასთან წვდომაში ეხმარებოდა, განსაკუთრებით იმ ტერიტორიების შესახებ, სადაც მაფიოზები სამშენებლო პროექტების რეალიზებას გეგმავდნენ.

 

ესპანეთის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ალექსეი შიროკოვის სახელი რამდენიმე გამოძიებაში უკვე ფიგურირებდა, თუმცა, კრიმინალურ დაჯგუფებებთან მისი კავშირის დამტკიცება წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა.

 

„ის სანდო ადამიანი ჩანდა, მან განათლება ესპანეთში მიიღო, თუმცა, ასეა თუ ისე, მაინც რუსი იყო, ამიტომაც იდეალური მოკავშირე იყო იმათთვის ვისაც ესპანეთში ფულის ჩადება სურდა“ - აღნიშნეს გამომძიებლებმა.

 

სქემა შემდეგნაირად მუშაობდა  - საეჭვო მილიარდების მფლობელები ესპანეთში დასასვენებლად, ძირითადად იბიცაზე ან ალიკანტეში ჩამოდიოდნენ. შემდეგ ისინი უფრო დიდი  ხნით ბრუნდებოდნენ და ესპანეთში საკუთარ კაპიტალებს აბადნებდნენ.

 

„ისინი ძირითადად ღამის კლუბებს და სასტუმროებს ყიდულობდნენ და ყოველთვის ყველაზე ძვირიანს და ლუქს-კლასის“ - განაცხადა ერთ-ერთმა გამომძიებელმა.

 

18 ჩხრეკის დროს პოლიციამ 1,3 მლნ. ევრო ნაღდი ფული, 6 პისტოლეტი, 2 თოფი, ავტომატი, მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანა და ათასობით სხვადასხვა კალიბრის ვაზნა ამოიღო. გარდა ამისა, მათ ხელში კრიპტოვალუტის ვირტუალური საფულეები, ბრილიანტები და 16 ძვირადღირებული ავტომობილი აღმოჩნდა. საბოლოდ პოლიციამ რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ქონება დააყადაღა.

 

თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, ჯერ არაფერი დასრულებულა - გამოძიება რუსული მაფიის წინაამღდეგ ესპანეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.


elpais.com

თეგები:
El País:



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up