2020 წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 16 521 საჩივარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,8%-ით მეტია. 2019 წლის 10 თვეში სებ-ში ბანკებზე 11 101 საჩივარი დაიწერა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
2020 წლის იანვარ-ოქტომბერში პრეტენზიების სამეულში შედიან:
მიმდინარე ანგარიში - 12 308 განაცხადი;
სამომხმარებლო სესხი - 958 განაცხადი;
საკრედიტო ბარათი – 497 განაცხადი;
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან 13 261 ტრანზაქციებზე მოდის, მეორე ადგილზე კი ადმინისტრაცია/მომსახურებააა - 1 054 განაცხადი.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 10 თვეში დაფიქსირებული 16 521 საჩივრიდან ბანკებმა 12 790 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს; საფუძვლიანად - 3 238 განაცხადი; 390 შემთხვევაში კი განხილვა ისევ მიმდინარეობს.