დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-09-08 21:00:12

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1.       მთავრობა საქართველოს სატრანზიტო რესურსის მინიმუმსაც არ ითვისებს

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ფიქრობენ, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი საკუთარ შესაძლებლობებს სრულყოფილად ვერ იყენებს.

 

2. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სამშვიდობო ძალისხმევა – ღარიბაშვილი–ფაშინიანის შეხვედრის ძირითადი თემები

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ–მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობისა და მისი შემდგომი გაღრმავების საკითხებს.

 

3. ნიუ-იორკი, ტოკიო, სეული - როდის დაიწყება ტრანსკონტინენტური ფრენები საქართველოდან

პირდაპირი რეისები ნიუ-იორკში, ტორონტოში, პეკინში, ტოკიოსა და სეულში - ქართული ავიაკომპანია „Air Georgia“ ამბიციური გეგმის შესულებისთვის აქტიურად მუშაობს.

 

4. პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი გაჩერდა


„Air Georgia“-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერდა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს პირველი ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი მოსწონს, თუმცა ბიზნესმენი ოპერირების პირობებზე სახელმწიფოსთან ვერ თანხმდება, უფრო სწორად ბოლო ერთი წელია, კოდუამ ვერ იპოვა პირი, ვისთანაც ხელშეკრულების დეტალებს შეათანხმებდა

 

5. ჯანმრთელობის დაზღვევის მოცულობით „ირაომ“ ხუთეული დატოვა

2021 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის ოდენობა სულ 194,9 მლნ ლარია.

 

6.  დეფიციტისა და აქციზის გაზრდის გამო თხევადი გაზის ფასმა 2 ლარს მიაღწია

ინდუსტრიამ დროულად ვერ მიიღო ზომები და არ იზრუნა ბაზრის დივერსიფიცირებაზე, ხოლო არასტაბილურ პარტნიორზე დამოკიდებულებამ საქართველოში თხევადი გაზის იმპორტში  უკვე პრობლემა შექმნა.

 

7. თბილისში, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ აშენდება

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე რეგიონში პირველი - ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს.

 

8. „ეს დარტყმაა“: Apple-ის ელექტრომობილის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ტოპ–მენეჯერი Ford-ში გადავიდა

Apple-ის ვიცე–პრეზიდენტმა სპეციალური პროექტების მიმართულებით დუგ ფილდმა კომპანია დატოვა და სამუშაოდ ავტოკონცერნში Ford Motor გადავიდა.

 

9.   The Economist: სელექციურმა აბორტებმა საქართველოში პრობლემა შექმნეს

როდესაც წარმოშობით აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალქეს ნილუფერ კურბანოვას ექიმმა შეატყობინა, რომ მას ბიჭი შეეძინებოდა იგი კარგი ამბისთვის მადლობას ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან უფროსი თაობისგან განსხვავებით, კურბანოვა არ თვლის რომ ბიჭები გოგოებს სჯობიან, თუმცა, საქართველოში ბევრი ოჯახი დღემდე დარწმუნებულია, რომ გვარის გასაგრძელებლად აუცილებელია ოჯახს ბიჭის ჰყავდეს.

 

10. გახდება თუ არა ჩინური იუანი გლობალური სარეზერვო ვალუტა?

ჩინეთის ეროვნული ვალუტა იუანი სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ფინანსურ ბაზარზე შექმნილ ვითარებასთან შედარებით აშკარა კონტრასტია. 2020 წლის მაისიდან ჩინური ვალუტა 9,7%-ით გამყარდა, რასაც აშშ- სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შენელებამ შეუწყო ხელი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up