პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი გაჩერდა

პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი გაჩერდა

access_time2021-09-08 12:00:55

„Wizzair“, „Ryanair“ და „Eurowings“-ის შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიან კომპანიას „Air Georgia express“-ს უნდა დაეწყო ოპერირება, თბილისის აეროპორტში AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავიც უნდა შესულიყო თუმცა, ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა. „Air Georgia“-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერდა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს პირველი ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი მოსწონს, თუმცა ბიზნესმენი ოპერირების პირობებზე სახელმწიფოსთან ვერ თანხმდება, უფრო სწორად ბოლო ერთი წელია, კოდუამ ვერ იპოვა პირი, ვისთანაც ხელშეკრულების დეტალებს შეათანხმებდა:

 

„პროექტი თავდაპირველად მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან აკაკი საღირაშვილთან გავიარე. სახელმწიფოს მხრიდან იყო მზაობა იმის, რომ „Air Georgia express“-ს უნდა დაეწყო ოპერირება. შემდეგ აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მინისტრის ახალ მოადგილესთან კი პროექტის განხილვა გაჭიანურდა, შემდეგ მასაც ჩამოართვეს პროექტი და მარიამ ქვრივიშვილთან გადავიდა, ბოლოს გვითხრეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი სტრატეგია აქვს - მოკლედ, ძალიან დიდი დაბნეულობაა. რასაც მეუბნებიან, იმასთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ამას შესაბამისი ქმედებები არ მოჰყვება. შესაბამისად, პროექტი გაჩერდა, მე დამოუკიდებლად არ გავაკეთებ იმას, რაც პრობლემებში შემიყვანს. მეუბნებიან, რომ პროექტს განვახორციელებთ, შემდეგ კი პროცესი იწელება, ხელშეკრულებას არ მიწერენ. ამბობენ, რომ პროექტი მოსწონთ, შემდეგ კი არაფერი კეთდება“, - აცხადებს გიორგი კოდუა.

 


შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა. მაშინ ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა „კომერსანტს“ უყვებოდა, რომ პროექტი ბრიტანული და არაბული ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო.  „Air georgia“ ფრენებს  გერმანიის, იტალიის, საბერძნეთისა და უკრაინის მიმართულებით გეგმავდა, წლის განმავლობაში კი კომპანია 100 000 მგზავრს უნდა მომსახურებოდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up