ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სამშვიდობო ძალისხმევა – ღარიბაშვილი–ფაშინიანის შეხვედრის ძირითადი თემები

ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სამშვიდობო ძალისხმევა – ღარიბაშვილი–ფაშინიანის შეხვედრის ძირითადი თემები

access_time2021-09-08 16:35:23

სომხეთის პრემიერ–მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პრემიერ–მინისტრებმა ერთობლივი პრეს–კონფერენცია გამართეს. მთავრობების ლიდერებმა მოლაპარაკების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს


„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პრემიერ მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, ეს არის კარგი შესაძლებლობა, დაიწყოს ახალი ერა სომეხი ხალხისთვის. გავეცანი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მისი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, ყარაბახის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ გავეცანი რა პრემიერის ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება რეგიონის სტაბილურობას. ჩვენს ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან თბილისში გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.


ყარაბაღის ომთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე.


„საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე თვის წინ საქმით დავამტკიცეთ. მოგვეცა შესაძლებლობა, ჩემი მედიაციით ბატონი, პრემიერის უშუალო მონდომებით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, სამმა ქვეყანამ მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების სახლში დაბრუნებას და ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. მე პრემიერს დავუდასტურე სრული მზადყოფნა, რომ საქართველო გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი რათა აღდგეს ნდობა. ნდობა რომელიც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.


სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს ტყვეთა გაცვლის პროცეში ჩართულობისთვის და რეგიონის მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

 


„რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს საუკუნოვანი მეგობრობა და უნდა გავაგრძელო პრემიერ ღარიბაშვილის გამოთქმული აზრი, რომ დღევანდელი ჩვენი განხილვების უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონის  მშვიდობიანი განვითარების დღისწესრიგს. სამწუხაროდ ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ჩვენს დიალოგში ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც პარალელურად არსებობს. ვფიქრობ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს გახდის რისკების მართვას. ბატონ ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას  ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ–მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობისა და მისი შემდგომი გაღრმავების საკითხებს.


„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი პროექტები და რა თქმა უნდა გავიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს. მათ შორის მასშტაბურ პროექტებზეც ვისაუბრეთ, რომელიც პრემიერს აქვს. ტურიზმი, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება – ეს ის საკითხებია, რომელიც ჩენ დღეს განვიხილეთ და რომელზეც ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი და სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი კონფლიქტი მოხდა, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს რომ ეს რეგიონი გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – თქვა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

 

ფაშინიანმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი პროექტების რეალიზებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტრანზიტისა და სხვა მიმართულებებით.


„ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებით ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას. ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ურთიერთობების მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყნებმა თავიანთი აზრი გამოხატონ დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ღარიბაშვილს წარვუდგინეთ ჩვენი წარმოდგენები რეგიონული გადაწყვეტილებების შესახებ. ამ კუთხითაც არის ახალი შესაძლებლობები, ეს ეხება არა მხოლოდ ცალკე აღებულ სომხეთს და საქართველოს, ჩვენ გავიხილავთ და შეგვიძლია რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი გავზარდოთ. საუბარია ტრანზიტულ გზებზე, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში. ჩვენ გავიხილავთ პროექტებს და მოვძებნით ყველაზე შედეგიან ვარიანტს“, – განაცხადა ფაშინიანმა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.


ფაშინიანი პანდემიასთან ბრძოლისა და საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების საკითხებსაც შეეხო.


"პანდემიის პერიოდში, ჩვენი სპეციალისტების თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ, ამ კუთხითაც მზაობა გამოვთქვით, რომ ერთობლივად ვიბრძოლოთ და ჩვენი შესაძლებლობები გავზარდოთ. ჩვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობა და ეთნიკური სომხები, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, იქნებიან საქართველოს განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი აქტორები. ჩვენი თანამშრომლობის დღისწესრიგი ფართოა, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის პოლიტიკურმა დიალოგმა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროშიც პოვოს განსახიერება", – აღნიშნა ფაშინიანმა.


სომხეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოში მესამე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ორდღიანი ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up