დეფიციტისა და აქციზის გაზრდის გამო თხევადი გაზის ფასმა 2 ლარს მიაღწია

დეფიციტისა და აქციზის გაზრდის გამო თხევადი გაზის ფასმა 2 ლარს მიაღწია

access_time2021-09-08 15:00:50

თხევადი არის (LPG) ბაზარზე  დეფიციტია, რის გამოც ფასმა უკვე 2 ლარს მიაღწია. ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  რუსეთის ბაზარზე არსებულ ვითარებას მიიჩნევს, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე მოთხოვნა არნახულად არის გაზრდილი, ამიტომ მიწოდების მხრივ პრობლემა შეიქმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ინდუსტრიამ დროულად ვერ მიიღო ზომები და არ იზრუნა ბაზრის დივერსიფიცირებაზე, ხოლო არასტაბილურ პარტნიორზე დამოკიდებულებამ საქართველოში თხევადი გაზის იმპორტში  უკვე პრობლემა შექმნა.

 

,,დიდი ხანია, თხევადი გაზის დეფიციტია ბაზარზე.  აქედან გამომდინარე, ფასი არის გაზრდილი,  რაც ლოგიკურია. დეფიციტი  ფასზე აისახება, ამიტომ  ამ ტიპის საწვავი არარეალურად ძვირია.  დაახლოებით 2 კვირის წინ ფასი 1,35-1,40 ლარი იყო და უკვე 2 ლარს მიუახლოვდა.   ბენზინის მარალი ფასი გასაგებია, მაგრამ თხევადი აირი  არის ავტომფლობელებისთვის ალტერნატივა, რომ შედარებით იაფი გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ბევრი ავტომფლობელი გადავიდა ამ პროდუქტის მოხმარებაზე სწორედ ფასის გამო და დეფიციტმა დიდი დისკომფორტი შეუქმნა.  პრობლემას იწვევს ის გარემოება, რომ ამ პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი, 95%-ის ფარგლებში, რუსეთია, რაც ცუდი ფაქტორია. როცა ბიზნესს აქვს ამბიცია, რომ განვითარდეს და კონკურენცია გაუწიოს ბენზინის საწვავს, ბაზრის დივერსიფიცირება უნდა მოეხდინა. ეს ვერ მოხერხდა და ამის ნეგატიური შედეგი უკვე სახეზეა“, - აცხადებს მთვრალაშვილი.


მისი ინფორმაციით, რუსეთს თხევადი აირის მიწოდებაში შეფერხება აქვს, რამაც ფასის ზრდა განაპირობა და ადგილობრივ ბაზარზეც პრობლემა გაჩნდა.


,,ბაზარი დივერსიფიცირებული რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. სექტორის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია, ბიზნესმა ალტერნატივა მოძებნოს და არასტაბილურ, არასანდო პარტნიორზე არ იყოს დამოკიდებული. ძალიან ბევრი ავტომფლობელი ბოლო დრომდე  თხევადი აირის მომხმარებელია და რადგან დეფიციტია, იძულებულია, ბენზინის მოხმარებაზე გადავიდეს. ასე ნელ-ნელა ამ პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდება. რაღაცნაირად უნდა დაელაგებინათ და უზრუნველეყოთ იმპორტის სტაბილურობა, მაგრამ ამ გამოწვევას ინდუსტრიამ თავი ვერ გაართვა“, - ამბობს მთვრალაშვილი.


თხევადი აირის დეფიციტზე საუბრობენ ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ამის მიზეზად, გლობალურ ფაქტორტან ერთად, ბაზრის მიმართ მთავრობის არაჯანსაღ დამოკდიებულებას მიიჩნევენ, კერძოდ, გადასახადების ზრდას. თხევადი აირის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ნიკა ხოფერია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი,  თხევადი გაზის აქციზებთან დაკავშირებით, ანადგურებს თხევადი გაზის ბაზარს საქართველოში.



,,დღესდღობით თხევადი გაზის დეფიციტი არის რუსეთში, მარაგის შევსება ვერ მოხერხდა. 40%-ით მეტია იქ საწვავის მოხმარება და ამან გადაზიდვებში მიწოდების მხრივ პრობლემა შექმნა. მთავრობას ზომები რიომ მიეღო და მიმზიდველი გაეხადა ეს ბიზნესი, პრობლემა უფრო იოლად დაიძლეოდა.  ახლა ისე მოხდა, რომ მოთხოვნა არის და მიწოდება ვერ ხერხდება. რუსეთში  თუკი ფასი დასტაბილირდება, აქაც გამოსწორდება ვითარება. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის“, - ამბობს ხოფერია ,,კომერსანტთან“ საუბარში.

 

მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მინიმუმ ორი და მეტჯერ იზრდებოდა თხევადი გაზის საწვავის მოხმარება, მაგრამ აქციზის გაძვირებამ დიდი პრობლემა შექმნა.


,,2020 წელს, აქციზის მომატებამდე, თხევადი გაზის იმპორტის ოდენობა აღემატებოდა 2019 წლის შესაბამის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 112 პროცენტით და სახეზე იყო ზრდის ტენდენცია, ხოლო აქციზის მომატების შემდეგ თხევადი გაზის იმპორტის ოდენობამ დაიკლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40 პროცენტით“, - ამბობს ხოფერია.

ავტომფლობელებმა მანქანები თხევად გაზზე სწორედ ამ პროდუქტის შედარებით ნაკლები ფასის გამო გადაიყვანეს. ეგონათ, რომ ძვირი ბენზინის ჩანაცვლებას შეძლებდნენ. ახლა, თუკი გაზის  ფასი ბენზინისას მიუახლოვდება, გამოდის, რომ მოქალაქეებს ხარჯი ამაოდ აქვთ გაწეული. ერთი ავტომფლობელის შემთხვევაში ხარჯი, როგორც თხევადი გაზის მომხმარებელი თორნიკე ბესელია ამბობს, სულ მცირე,  1500-1700 ლარის  ფარგლებშია.

 

,,ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. 2 წლის წინ მანქანის გადაყვანა თხევად გაზზე დამიჯდა 1500 ლარი. ეს არ არის საბოლოო ფასი, რადგან ტექნიკის მოვლა-შენახვა გარკვეულ ხარჯს მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ტექნიკური შემოწმება ფასიანია და 65 ლარი ღირს, გაზგამანაწილებელი მოწყობილობა საჭიროებს მოვლას, რისთვისაც თვეში 25-30 ლარი მაინც მჭირდება. 1,65 ღირდა რამდენიმე თვის წინ და ახლა თითქმის 2 ლარია. არ ვიცი, ბიზნესს რა პრობლემა აქვს, მაგრამ ვარკეთილში, სადაც ვცხოვრობ, 2-3 გაზგასამართი სადგური დაიხურა, სადაც რამდენიმე ობიექტი დარჩა, იქაც კი ვერ ვსარგებლობ ნორმალური მომსახურებით, ბოლო რამდენიმე თვეა, დეფიციტი აქვთ, გაზი ხან არის, ხან - არა. არადა, გაზზე ავტომობილი ეკონომიის მიზნით გადავიყვანე, ხოლო ფასი ასე უსასრულოდ თუ მოიმატებს, გამოდის, რომ ფული ტყუილად დავხარჯე“, - ამბობს უკმაყოფილო ავტომფლობელი ,,კომერსანტთან“.


შეგახსენებთ, რომ 2017-2020 წლებში არაერთხელ შეიცვალა თხევადი გაზის აქციზებთან დაკავშირებით დაბეგვრის რეჟიმები და აქციზის განაკვეთები. 2020 წელს, იმპორტისა და ავტომობილზე მიწოდების აქციზები გაერთიანდა და მთლიანად გადავიდა იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.


აღნიშნული კანონის მიღების შედეგად თხევად გაზზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 1 ტონაზე 300 ლარის ოდენობით, როდესაც ბენზინის აქციზი შეადგენს 1 ტონაზე 500 ლარს. როგორც იმპორტიორები განმარტავენ, ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ლოგიკური ბალანსი ქვეყანაში იმპორტირებული ბენზინის აქციზისა და თხევადი გაზის აქციზის ოდენობებს შორის. საქართველო გახდა თხევადი გაზის იმპორტიორი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თხევად გაზზე გადასახდელი აქციზის ოდენობა  ბენზინის აქციზის ოდენობის 60%-ს შეადგენს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up