2021 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის ოდენობა სულ 194,9 მლნ ლარია. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, „ჯიპიაი ჰოლდინგს“ დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ბაზარზე ყველაზე დიდი - 29% უკავია. 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, კომპანიამ სამედიცინო დაზღვევის პორტფელში 57.55 მლნ ლარი მოიზიდა.
ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით მეორე ადგილს 21 %-ით „იმედი L“ იკავებს, კომპანიის მოზიდული პრემიის ოდენობა 41.4 მლნ ლარია. მესამე ადგილზე „არდია“, კომპანიას ბაზრის 14% უკავია. „არდის“ მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 26.76 მლნ შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლილება ტოპ სამ კომპანიას არ განუცდია, თუმცა, თუ 2020 წლის 6 თვის მონაცემებს გადავხედავთ, შარშან მეოთხე ადგილს 7 %-ით „პსპ“, ხოლო მეხუთეს 6 %-ით „ირაო“ იკავებდა. მიმდინარე წელს მეოთხე ადგილზე 7%-ით „სადაზღვევო ჯგუფია“ (12.89 მლნ ლარი) ხოლო, მეხუთეზე 6 %-ით „პსპ“ (12.12 მლნ ლარი).
2021 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:
2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.