დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. ყველაზე მდიდარი ქართველი: მიხეილ ლომთაძემ ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო – Forbes
ამჟამინდელი მონაცემებით, ლომთაძის ქონება 5.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 596-ე ადგილს იკავებს, ივანიშვილი კი 4.8 მილიარდი დოლარით 631-ე ადგილზეა.
2. პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება;
3. „ალმა“ 15 წლით ერთპიროვნულად მართავს გარე რეკლამას – რა ელოდება ამ ბაზარს
თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება სარეკლამო კომპანია „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონი რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
4. მესამე ლოქდაუნი, შესაძლოა, ბიზნესისათვის სავალალო აღმოჩნდეს
„მესამე ლოქდაუნი, შესაძლოა, ბიზნესისათვის სავალალო აღმოჩნდეს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ Flamingo Events-ის დამფუძნებელმა ნინი გვასალიამ განუცხადა.
5. მთავრობას 2025 წლისთვის BBB რეიტინგის მიღება სურს
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერნული რეიტინგი BB ნეგატიურიდან BB სტაბილურამდე გაუუმჯობესა, მიზეზად კი ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფი ზრდა დაასახელა.
6. ყველაზე მეტი ქართული ხილი წელსაც რუსეთში იყიდება
როგორც შარშან, ასევე წელსაც ხილის ექსპორტიორებს სწორება რუსეთის ბაზრებზე აქვთ. თუმცა ბაზრის დივერსიფიცირება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად რჩება.
7. რამდენი წელი აშორებს საქართველოს ევროპის საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებლებამდე
ევროპის საშუალოდ განვითარებული ქვეყნების დონემდე მისაღწევად საქართველოს, სულ მცირე, 9-10 წელი დასჭირდება.
8. საქართველოში ღია გრუნტზე მოყვანილი პომიდვრის ფასი გაორმაგდა
გასულ კვირაში საქართველოში ღია გრუნტზე მოყვანილი წითელი პომიდვრის ფასი გაორმაგდა. 5 აგვისტოსთვის საშუალო აბითუმო ფასი 1,6 ლარს შეადგენდა, ნაცვლად ერთი კვირით ადრე დაფიქსირებული 0,8 ლარისა.
9. ავიაკომპანია Georgian Airways მინსკის მიმართულებითაც იფრენს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას 11 აგვისტოდან იწყებს.
10. Bloomberg: იაფი გაზის ეპოქა დასრულდა
ბოლო წლების მანძილზე ელექტროენერგიის გამომუშავების და სახლების გასათბობად ბევრი იაფი გაზი გამოიყენებოდა, თუმცა, ამ წელს ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო.