რამდენი წელი აშორებს საქართველოს ევროპის საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებლებამდე

რამდენი წელი აშორებს საქართველოს ევროპის საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებლებამდე

access_time2021-08-09 11:00:38

ევროპის საშუალოდ განვითარებული ქვეყნების დონემდე მისაღწევად საქართველოს, სულ მცირე, 9-10 წელი დასჭირდება. ამისთვის, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, 1 სულ მოსახლეზე მშპ-მ $31 ათასს  უნდა მიაღწიოს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია.


,,ეკონომიკური ზრდის დონის მიხედვით, რიგ ქვეყნებთან შედარებისთვის, პანდემიური წელი არ გამოგვადგება. ვარდნის სიღრმე სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ეკონომიკური კლება გასულ წელს იყო უფრო მაღალი, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ჩვენთან დაახლოებით 6,2%-იანი შემცირება გვქონდა, ხოლო მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენდა. ამჟამად მსყბიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ჩვენ ვიმყოფებით სადღაც 86%-ის ქვემოთ, საშუალო დონეზეც კი არ ვართ. თუმცა მარტიდან ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდა. სავალუტო ფონდის თავდაპირველი პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით იყო 3,5%, რომელიც შემდეგ შეიცვალა და  7,7%-იანი ზრდა დასახელდა.  პანდემია წელს თუ ძალიან არ შეგვიშლის ხელს, წლის ბოლომდე  გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 7,7%-იანი ზრდის შემთხვევაში, გვექნება დაახლოებით 1%-ით უფრო მაღალი მშპ 2019 წელთან შედარებით. ცხადია, თუ გვექნა ორნიშნა ზრდა, ეს მაჩვენებელიც შესაბამისად გაიზრდება“, - ამბობს არჩვაძე.


მისი შეფასებით, პროგნოზი გაკეთება საკმაოდ საფრთხილოა, თუმცა, თუ მივიღებთ გათვლებს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააკეთა,  მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-იან ზრდას დააფიქსირებს.


,,სამინისტროები ერთიმეორის მიყოლებით აწყობენ პრეზენტაციებს - სამოქმედო გეგმას 2030 წლამდე. ვფიქრობ, საკმაოდ საფრთხილოა პროგნოზის გაკეთება ასეთ სიტუაციაში, მაგრამ თუ მივიღებთ გათვლებს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააკეთა, ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის მშპ გაიზრდება 2-ჯერ და მეტად, მოსახლეობის 1 სულზე ის მიაღწევს 31 000 დოლარს, ამჟამინდელ მონაცემს რომ შევადაროთ, ეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის დონეზეა. ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მონაცემის მიღწევა მხოლოდ  9-10 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ნათქვამია, რომ ,,ყველა გზა რომში მიდის“. რა რეფორმაც არ უნდა ჩატარდეს, ეკონომიკური ღონისძიების მიზანი უნდა მდგომარეობდეს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში, რის გარეშეც ჩვენ განვითარების დონით წინ ვერ წავალთ. ცხადია, არავინ გვაძლევს გარანტიას, არც ერთი ქვეყანა - მეგობრული თუ არამეგობრული, რომ არსებულ დონეზე გაგჩერდებიან. ისინი წინ წავლენ, ჩვენ კი 2030 წლისთვის მათ ამჟამინდელ პარამეტრებს დავეწევით, ეს არის ბულგარეთიდან დაწყებული, ჩეხეთით დამთავრებული, ამ ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია“, - ამბობს არჩვაძე და მსოფლიო გამოცდილებაზეც დასძენს და მაგალითად ჩინეთი მოჰყავს.



,,ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ინოვაციების შემცველი ეკონომიკური დარგებისა და წარმოების განვითარებაზე უნდა ავიღოთ აქცენტი. გავიხსენოთ ჩინეთის მაგალითი, 1960 წელს ის იყო ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა. ჩინეთში სპეციალური ეკონომიკური ზონები შექმნეს, მისცეს საშუალება უცხოურ ინვესტიციებს, კაპიტალი დაებანდებინათ თავიანთ ქვეყანაში. შედეგად, ეკონომიკური სიძლიერით ის ლიდერია  და სერიოზულ კონკურენციას უწევს აშშ-ს პირველი ადგილის დაკავებაში. ამდენად, ერთი თაობის მანძილზე ისტორიული ამოცანის გადაწყვეტა - ჩამორჩენილი ქვეყნიდან მოწინავეთა რიგებში გადასვლა, აბსოლუტურად შესაძლებელია. თავის დროზე ამის მაგალითი მოგვცეს სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა, ტაილანდმა და სხვა. ჩვენც ამ გზით უნდა ვიაროთ. ამისთვის მეტად უნდა გათავისუფლდეს ეკონომიკა პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა დიქტატისაგან და მიეცეს სწრაფი და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. მთავრობამ და ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს ზრდაში და შეუქმნას თავისუფალი, სამართლიანი კონკურენციის რეჟიმი“, - ამბობს არჩვაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.


თუმცა, კეთილდღეობა მარტო ეკონომიკური ზრდის ტემპით არ იზომება. როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, გასათვალისწინებელია ყველაფერი კომპლექსურად - გარემო პირობები, ეკოლოგია, უსაფრთხოება, მომავლის იმედი და სხვა. მატერიალური და არამატერიალური პირობები ერთად ადგენენ ისეთი ინდიკატორის შინაარსს, როგორიცაა ცხოვრების ხარისხი. არა მხოლოდ მშპ, ბევრი კომპონენტიც უნდა იყოს გათვალისწინებული.


შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შეცვლის გადაწყვეტილება 3,5%-დან 7.7%-მდე, მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. აპრილში საქართველოში 44.8%-იანი, მაისში კი 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო.


სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი თითქმის 57 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 4 700 აშშ დოლარი.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up