ყველაზე მეტი ქართული ხილი წელსაც რუსეთში იყიდება

ყველაზე მეტი ქართული ხილი წელსაც რუსეთში იყიდება

access_time2021-08-09 14:00:47

ქართული ხილის ექსპორტში რუსეთის ბაზარი ლიდერობს. ამის მიზეზი, როგორც მეწარმეები და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები ამბობენ, პროდუქტზე მაღალი ფასია. შესაბამისად, როგორც შარშან, ასევე წელსაც ხილის ექსპორტიორებს სწორება რუსეთის ბაზრებზე აქვთ. თუმცა ბაზრის დივერსიფიცირება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად რჩება.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, წელს იყო უნიკალური მოვლენა, როცა ჰოლანდიის ბაზარზე შევიდა ალუჩა, ლურჯი მოცვი - ევროპის ბაზარზე, მაგრამ ამ მიმართულებით ექსპორტი გაცილებით ნაკლები რაოდენობისაა, ვიდრე ეს რუსეთის შემთხვევაშია შესაძლებელი.


„ევროპულ ბაზრებზე ხილის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ამის შესაძლებლოაბს რუსეთი იძლევა, ამით არის განპირობებული ხილის მზარდი ექსპორტი რუსეთის ბაზრებზე, ასევე მეზობელ ქვეყნებშიც. ჩვენი მეზობლები გაცილებით მეტს იხდიან, რაც ფერმერების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს. თუმცა ევროპაში მაინც გადის ქართული ხილი, რაც ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნები აქტიურად არიან დაწინაურებული ხარისხობრივ პარამეტრებში, ასევე ბრენდირებასა და შეფუთვაში.  ჩვენ თანდათან ვეწევით მას როგორც ხარისხობრივი, ისე გარეგნული მაჩვენებლით, რომელიც ნამდვილად აკმაყოფილებს  ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნებასაც. ვიმედოვნებთ, რომ ხელშეწყობით, სამაცივრე მეურნეობების განვითარებით, ასევე ახალი ჯიშების გაშენებით, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე ღირსეულ ადგილს დავიკავებთ“, - აცხადებს გელა ხანიშვილი.


აღსანიშნავია, რომ როგორც მოცვი, ასევე ატმის, ვაშლატამას და ვაშლის მოსავლის უმეტესობა რუსეთში იყიდება. განსაკუთრებით მოცვი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1–ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ $5,411 მლნ შეადგინა. აქედან 841.9 ტონა მოცვი სწორედ რუსეთში გაიყიდა.



ამის მიზეზად პროდუქტის მწარმოებელი და ექსპორტიორი გიორგი ღვინიაშვილი რუსეთში მოცვის მაღალ ფასს ასახელებს. ღვინიაშვილის თქმით, 1 კგ. მოცვი რუსულ ბაზარზე 6,5-7 დოლარად  იყიდება, როცა ევროპაში ფასი 5 დოლარს არ აჭარბებს.


„რუსული ბაზრის მიმართ ექსპორტიორების ინტერესი ფასმა განსაზღვრა. 2020 წელსაც, კორონავირუსის გამო რუსეთს პროდუქტი ყველა ქვეყნიდან ვერ შეჰქონდა, ამიტომ მზად იყვნენ მეტი გადაეხადათ.  შესაბამისად, ყველა ცდილობდა პროდუქტის რუსეთში გატანას, ასეა წელსაც. ცხადია, ევროპასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, ბაზარი თავისუფალია და მწარმოებლებმა ფასის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, რაც ლოგიკურია. ფასის გარდა, რუსული ბაზარი ტვირთების გადაზიდვების მხრივაც ხელსაყრელია, ექსპორტიორების გადაწყვეტილება ამითაც არის განპირობებული“, - ამბობს ღვინიაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში.


რაც შეეხება ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულება  $23.4 მლნ–ს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება - 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (16 915 ტ), სომხეთში (7 688 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (671 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up