„ალმა“ 15 წლით ერთპიროვნულად მართავს გარე რეკლამას – რა ელოდება ამ ბაზარს

„ალმა“ 15 წლით ერთპიროვნულად მართავს გარე რეკლამას – რა ელოდება ამ ბაზარს

access_time2021-08-09 10:00:25

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება სარეკლამო კომპანია „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, სარეკლამო სივრცეები ავტობუსის გაჩერებებზე, ავტობუსებზე, სავაჭრო ცენტრებში, ბილბორდებზე, აეროპორტებსა და მეტროსადგურებში 100 პროცენტით „ვისოლის“ შვილობილი კომპანიის მართვაში გადავა.

 

ბაზრის ახალი მონოპოლისტი კომპანიის დირექტორი გიორგი ტრაპაიძე მოგებულ აუქციონზე არ საუბრობს. ჩვენ ვერ შევძელით გაგვეგო კომპანიის სამომავლო გეგმები, რა გავლენას მოახდენს აუქციონის შედეგი სარეკლამო ბაზარზე და გაჩნდება თუ არა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საფრთხე?

 

ეს კი მაშინ, როდესაც შპს „აუთდორ.ჯი“ (კომპანია 2014 წელს „ალმამ“ შეისყიდა) კონკურენციის სააგენტომ გასულ წელს 32 358 ლარით დააჯარიმა. სარეკლამო კომპანიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი დაარღვია, რაც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

 

ის, რაზეც არ საუბრობს „ალმას“ დირექტორი გიორგი ტრაპაიძე, საუბრობს შპს „აუთმედიას“ დირექტორი როინ ლამპარაძე. იგი ამბობს, რომ სარეკლამო კომპანია თბილისში არ მუშაობს, რადგან „ალმა“ ამის შესაძლებლობას არ აძლევს, ამიტომ „აუთმედია“ მხოლოდ რეგიონებში ოპერირებს. მისი თქმით, აუქციონის შედეგები, ისედაც რთულ, მონოპოლიურ სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. როინ ლამპარაძის განცხადებით, ჩატარებული აუქციონის შედეგად ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ 15 წლით შენარჩუნდება.


 

„ალმასთან“ ურთიერთობა რთულია, რის გამოც ჩვენ ამ კომპანიასთან არ ვთანამშრომლობთ. სამწუხაროა აუქციონში მონაწილეობა სხვა კომპანიებმა რომ არ მიიღეს, მაგრამ ფასი ძალიან მაღალი იყო, ეს ფინანსური რესურსი კი მხოლოდ „ალმას“ ჰქონდა. ჩვენ ქვეყანაში ისეთი გარემოა, სხვა კომპანიები არ არიან მზად ამხელა ტენდერში მონაწილეობა მიიღონ. „ალმაც“ იძულებული იყო არ დაეკარგა ბიზნესი და შესულიყო აუქციონში.მონოპოლიური მდგომარეობა დარჩება მანამ, სანამ მიდგომა არ შეიცვლება. მერიის ინტერესია ბიუჯეტში მაქსიმალური შემოსავალი შევიდეს, შესაბამისად დედაქალაქის მთავრობა მოგებული დარჩა, ბიზნესი კი წაგებული. „ალმას“ მფლობელი კომპანია „ვისოლია“, „ვისოლს“ ფინანსური რესურსი დიდი აქვს რა დროსაც, სხვა კომპანიები „ვისოლთან“ ბრძოლაში არ შედიან.

უცხოური გამოცდილებით მუნიციპალური ერთეულები, ნებისმიერ ევროპულ ქალაქებში აუქციონს აცხადებენ, მაგრამ აუქციონში მონაწილეობას ბევრი კომპანია იღებს. კი, შეიძლება ერთი კომპანია იყოს დომინანტურ პოზიციაში, მაგრამ სისტემა სხვანაირად მუშაობს. მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებები, ბილბორდები, მეტრო,  ანუ ნებისმიერი რეკლამის განთავსების უფლება ალმას აქვს. საზღვარგარეთ თუ ბილბორდზე რეკლამის განთავსების უფლება აქვს ერთ კომპანიას, მეორეს მეტრო აქვს, ჩვენთან ყველაფერი ერთი კომპანიის ხელშია“, - გვიყვება როინ ლამპარაძე.

 

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ „კომერსანტი“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დაუკავშირდა. მათი აზრით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია აუქციონის პირობები იყოს კონკურენტული და არადისკრიმინაციული, არ იყოს მასში რაიმე შემზღუდავი პირობა და მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს თანაბარი პირობებით. უწყებაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გამარჯვებულმა კომპანიამ სხვა  სარეკლამო კომპანიების მიმართ ერთიანი სტანდარტით იხელმძღვანელოს, რათა კონკურენციის პრინციპები არ დაირღვეს.

 

„თბილისის მერიას, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებს, უფლება აქვს გარე რეკლამის ან სხვა  მსგავსი ტიპის სერვისები გაიტანონ აუთსორსზე, ეს უფლება გადასცენ გამარჯვებულ ეკონომიკურ აგენტს ან აგენტებს და ასეთი მიდგომით განახორციელონ სერვისის მიწოდება.  მნიშვნელოვანია, რომ აუქციონში გამარჯვების შემდეგ ახალი კომპანიის მიერ სხვა  ეკონომიკური აგენტების  მათ მიმართ მიდგომა იყოს ერთიანი სტანდარტით,  რომ არ დაირღვეს კონკურენციის პრინციპები. კონკურენციის ეროვნული სააგენტო წინასწარ ვერ განსაზღვრავს, არსებობს თუ არა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკი, თუმცა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ეჭვის დაფიქსირების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - განმარტავენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოში.

 

რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ კომპანიებს, რამდენად მარტივად მოხდება „ალმას“ მიერ ლიცენზიის გაცემა და როგორ ჩამოყალიბდება სარეკლამო ბაზარი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი გეტყვით, რომ „ალმას“ ქართულ ბაზარზე ოპერირების 26 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ამზადებს ბილბორდებს, გარე-ეკრანებს, სატრანსპორტო საშუალებებისა და მეტრო სადგურების სარეკლამო ბანერებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up