მესამე ლოქდაუნი, შესაძლოა, ბიზნესისათვის სავალალო აღმოჩნდეს

მესამე ლოქდაუნი, შესაძლოა, ბიზნესისათვის სავალალო აღმოჩნდეს

access_time2021-08-09 12:00:45

„მესამე ლოქდაუნი, შესაძლოა, ბიზნესისათვის სავალალო აღმოჩნდეს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ Flamingo Events-ის დამფუძნებელმა ნინი გვასალიამ განუცხადა. მისი თქმით, ჯერ კიდევ წინა ლოქდაუნის დროს დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულ ზარალს საკმაოდ ბევრმა ბიზნეს სუბიექტმა ვერ გაუძლო და დაიხურა. იგი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ თუ განმეორდება იგივე, ან თუ სახელმწიფო არ შეიმუშავებს რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯებს ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, კერძო სექტორი გაცილებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ნინი გვასალია მედიაჰოლდინგთან სექტორში არსებულ მდგომარეობაზე და მთავარ გამოწვევებზე საუბრობს:

 

„ამ ეტაპისთვის, მთავარია ანაზღაურდეს დრო,  რომელიც პანდემიამ დაგვაკარგვინა. მომხმარებლებიც ამავე სიტუაციაშია არიან, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ  ეს პერიოდი, რადგან შეზღუდვები მინიმალურია - დაგეგმონ და განახორციელონ ის ღონისძიებები, რომლის გადადებაც  თვეობით მოუწიათ. თუმცა, პრობლემას ისევ და ისევ წარმოადგენს კოვიდ ინფიცირებულთა ყოველდღიური მზარდი მაჩვენებელი და კვლავ მოსალოდნელი შეზღუდვები“, - ამბობს ნინი გვასალია.

 

Flamingo Events-ის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ პანდემიის დასაწყისში სახელმწიფო საკმაოდ  ქმედუნარიანი იყო და პრობლემას შეძლებისდაგვარად  უმკლავდებოდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ არსებული შეზღუდვების  ნაწილის არსებობის მიზეზი მისთვის სრულიად გაუგებარი იყო. ნინი გვასალია მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით გადადგმულ  ქმედით ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში არსებობდა საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათი, თუმცა ეს, მისი თქმით, გარკვეულ კერძო სექტორებს ეხებოდა. შესაბამისად, იგი თვლის, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესის ხელშეწყობისთვის და წინსვლისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

 


ნინი გვასალია გვიყვება, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს Flamingo Events იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ კომპანია ორი წელი უწყვეტად შეძლებს მუშაობას.

 

„იმისთვის, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს დავუბრუნდეთ და შევინარჩუნოთ ან გავზარდოთ იგი, აუცილებელია  ორწლიანი უწყვეტი მუშაობა მაინც  განვლილი ,,ჩავარდნების“ გარეშე. პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვების გამო შეუძლებელი  იყო არამარტო ქორწილების, არამედ, სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება და ნებისმიერი  თავშეყრა, შესაბამისად, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონია არამარტო ჩვენს, არამედ საქართველოში არსებულ ბევრ სხვა სახის ბიზნესზეც“, - განმარტავს Flamingo Events-ის დამფუძნებელი.

 

Flamingo Events  2019  წლიდან  არსებობს და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა: ქორწილის ორგანიზება და დიზაინი, კორპორაციული საღამოები, საინფორმაციო ტიპის ღონისძიებები, ობიექტის გახსნის ცერემონია, დაბადების დღეები და სხვ.  ნინი გვასალიას თქმით, რაც ყველაზე განსხვავებული და მნიშვნელოვანია, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულ საქორწილო მომსახურებას გარემოს დიზაინიდან დაწყებული, საპატარძლო კაბებითა და ვარცხნილობით დასრულებული. იგი „კომერსანტთან“ კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

 

„Flamingo Events აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო სამომავლო  გეგმები, რომლებსაც აუცილებლად გაგიზიარებთ როცა გარკვეულ ქმედებებს განვახორციელებთ. რაც შეეხება განწყობას, დღეს არსებული სიტუაციის მიუხედავად, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი, რადგან ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და სწორად გადადგმული ნაბიჯები თავიდან აგვარიდებს კიდევ ერთ ლოქდაუნს“, - აცხადებს ნინი გვასალია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up