დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-06 21:00:49

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი


1. ბოლო 1 თვეში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 100 მლნ ლარით შემცირდა

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 100 მლნ–ით 510 მლნ ლარამდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 11 მლნ-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


2.რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია საქართველოშია

ინფლაციის მიხედვით,  საქართველო რეგიონში  მეორე ადგილზეა. წლიური ინფლაციის მაღალი დონით ქვეყნების სამეულს თუ ავიღებთ, პირველ ადგილზე თურქეთია 18,95%-ით, მეორეზე საქართველო 11,92%-ით და შემდეგ უკრაინა, სადაც ინფლაცია 9.5%-ს შეადგენს.


3.ბიბლიოთეკა გემზე - უნიკალური პროექტი მხარდამჭერების მოლოდინშია

განმუხურში, სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემში, უნიკალური ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება. ინიციატივა პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ბესიკ არახამიამ სოციალური ქსელის საშუალებით გააჟღერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა სიტყვიერ მხარადჭერასთან ერთად, პროექტის განხორციელება გარკვეულ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს.



4. „თბილსერვისის“ თანამშრომლები გაიფიცნენ


თბილსერვისის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კომპანიის შენობასთან აქციას მართავენ. კომპანია თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და დედაქალაქის დასუფთავება ეველაება.


5. 900%–ით გაძვირებული ნედლეული და პანდემიის სხვა გამოწვევები „გრინპაკში“


შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის“ დამფუძნებელი პაატა აბრამია ბოლო წლებში ბიზნესში არსებულ სირთულეებზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას პანდემიურ პერიოდში საქმიანობა არ შეუჩერებია, როგორც ბიზნესმენი ამბობს, სერიოზულ ზარალს განიცდის სავალუტო რყევებისა და ინფლაციური პროცესების გამო. აბრამიას ინფორმაციით, თითქმის 900%-ით გაძვირდა ნედლეულის იმპორტი, რის გამოც კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს.  


6. „აუთლეტ სოფელი“ და „ლილო მოლი“ ერთმანეთის კონკურენტები ვერ იქნებიან

„აუთლეტ სოფელი“ , რომელიც გეზ–ის მოპირდაპირე მხარეს, რუსთავის გზაზე იხსნება, ჩვენი კონკურენტი არ იქნება“, -  ეს განცხადება „კომერსანტთან“ საუბრისას „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ გააკეთა და დასძინა, რომ მიესალმება ქვეყანაში ახალი ბიზნეობიექტების გახსნას.


7. გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი ამერიკელ სტივენსონთან ბოლო წამზე დათმო და ვერცხლის მედალი მოიგო.


8. ქართული ატმისა და ვაშლის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან მიმდინარე წელს ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ვაშლი და ატამი გადის. 5 აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 24 000 ტ შეადგინა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე თქვა.


9. „ლილო მოლში“ აცრის ცენტრი გაიხსნა

„ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოაწყო და აღჭურვა კლინიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საწარმოებლად. ამის შესახებ „კომერსანტს“ „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ უთხრა. 


10. გაგრძელდება თუ არა IT-გიგანტების კაპიტალიზაციის ზრდა?

2021 წლის მე-2 კვარტალი, ფინანსური შედეგების კუთხით, IT-გიგანტებისთვის -  Facebook, Apple, Amazon, Microsoft და  Alphabet-ისთვის რეკორდული აღმოჩნდა - მათი ჯამური კაპიტალიზაცია $10 ტრლნ-ს მიუახლოვდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up