ბიბლიოთეკა გემზე -  უნიკალური პროექტი  მხარდამჭერების მოლოდინშია

ბიბლიოთეკა გემზე - უნიკალური პროექტი მხარდამჭერების მოლოდინშია

access_time2021-08-06 12:00:05

განმუხურში, სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემში, უნიკალური ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება. ინიციატივა პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ბესიკ არახამიამ სოციალური ქსელის საშუალებით გააჟღერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა სიტყვიერ მხარადჭერასთან ერთად, პროექტის განხორციელება გარკვეულ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს.


ბესიკ არახამიას თქმით, დაახლოებით 10 000 ლარია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი სისრულეში მოიყვანონ, ხარჯი ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, როგორიცაა გემის კეთილმოწყობა, შეღებვა და შიდა სივრცის მოწესრიგება.


არახამია დარწმუნებულია, რომ განმუხურის საფეხმავლო ხიდის სათავესთან მოკალათებული გემი,  წიგნის მოყვარულთა საყვარელი ადგილი გახდება.


„გემი დამონტაჟებულია, უსაფრთხოა და მასზე მცირე ზომის ბიბლიოთეკის განთავსება უპრობლემოდ შეიძლება. გვეუბნებიან, ანგარიში გავხსნათ, შემოწირულებებით და სხვა საშუალებებით განვახორციელოთ პროექტიო. ჯერჯერობით არ ვიცი, რა ფორმით შეიძლება მოძიებულ იქნას სპონსორი, იდეებს განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით კურტორტ განმუხურს უფრო მიმზიდველს გავხდით. ამის რამდენიმე მაგალითი ევროპის ცნობილ კურორტებზე შეგვიძლია ვნახოთ. გვაქვს თემატიკა ,,ენგურის პაემანი ზღვასთან“, რომელიც ერთი ლამაზი საზღვაო ბიბლიოთეკის დაარსების საბაბი უნდა გახდეს“, - ამბობს ბესიკ არახამია.



პროექტი საბოლოო მიზანი მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების წიგნიერების დონის ამაღლებაა. ამ თვალსაზრისით, როგორც არახამია „კომერსანტთან“ ამბობს, რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, წიგნის მოყვარული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფ B612-ის პროექტი  „საოჯახო ბიბლიოთეკის გიდი“. პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წაიკითხონ წიგნები სამეგრელოს ღირშესანიშნავ ადგილებში, ეწყობა წიგნის კითხვის ტურები, ტარდება ონლაინ-გაკვეთილები და სხვა.

„ჩვენი დიდი მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც გვსტუმრობდა, გაეცნო პროექტს და იდეის განხორციელების შემთხვევაში, წიგნების გარკვეულ რაოდენობას საჩუქრად გადმოგვცემს. რამდენიმე ასეულ წიგნს ჩვენც მოვუყრით თავს, ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის. გემზე მოწყობილ ბიბლიოთეკაში დაახლოებით 3 000 წიგნი განთავსდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წიგნთან მივიყვანოთ მკითხველი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ქალაქში ამ მხრივ ნორმალური სიტუაციაა, უფრო სოფლებში ჭირს, წიგნიერების დაბალი დონეა. ახალი პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოსახლეობაში წიგნის კითხვის მოტივაცია ავამაღლოთ.  ამ მხრივ ბიბლიოთეკა გემზე დიდ ინტერესს გამოიწვევს.  გვაქვს იდეა, ვინც თუნდაც ნახევარი საათით ესტუმრება საზღვაო ბიბლიოთეკას და წაიკითხავს წიგნს, უფასოდ გავუმასპინძლდეთ ყავით ქვიშაზე, ხოლო ვინც ერთი საათს გაატარებს წიგნთან, შესაძლოა შოკოლადსაც უფასოდ გამოკრას ხელი. თუმცა ჯერ მხოლოდ იდეაა და ვეძებ მხარდამჭერებს“, - ამბობს ბესიკ არახამია.


„ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ინფორმაციით, ის აერთიანებს ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და 30 საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალს. ბიბლიოთეკებში, საერთო ჯამში, 188 942 წიგნია.


მხოლოდ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკით ყოველდღიურად დაახლოებით 50 ადამიანი სარგებლობს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up