„აუთლეტ სოფელი“ , რომელიც გეზ–ის მოპირდაპირე მხარეს, რუსთავის გზაზე იხსნება, ჩვენი კონკურენტი არ იქნება“, - ეს განცხადება „კომერსანტთან“ საუბრისას „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ გააკეთა და დასძინა, რომ მიესალმება ქვეყანაში ახალი ბიზნეობიექტების გახსნას.
„აუთლეტ სოფელი“ ჩვენი კონკურენტი არ იქნება, ის სხვა სეგმენტია – ჩვენ სხვა. მისი გახსნა, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა ნაკადებს ჩვენი მიმართულებითაც გაზრდის. ჩვენთან ყველაფერია, იქ ყველაფერი ვერ იქნება, რადგან „აუთლეტ სოფელი“ ბრენდ მოლია. ჩვენ „ლილო მოლი“ ვართ დიდი სხვაობაა ჩვენ შორის. „აუთლეტ სოფელი“ მომხმარებელს ბრენდულ საქონელს შეღავათიან ფასებში შესთავაზებს, თუმცა ეს ვერც ჩვენ ფასებთან და მრავალფეროვნებასთან კონკურენციაში ვერ მოვა. ჩვენ ყველანაირ სიახლეს მივესალმებით და რაც მეტი ადგილი ამუშავდება, ქვეყნისთვის უფრო კარგი იქნება“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
2022 წლის გაზაფხულიდან რეგიონში პირველი „აუთლეტ სოფელი“ გაიხსნება, რომელსაც „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპი“ ააშენებს.
თაკო კვაჭანტირაძე