900%–ით გაძვირებული ნედლეული და პანდემიის სხვა გამოწვევები „გრინპაკში“

900%–ით გაძვირებული ნედლეული და პანდემიის სხვა გამოწვევები „გრინპაკში“

access_time2021-08-06 14:00:48

შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის“ დამფუძნებელი პაატა აბრამია ბოლო წლებში ბიზნესში არსებულ სირთულეებზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას პანდემიურ პერიოდში საქმიანობა არ შეუჩერებია, როგორც ბიზნესმენი ამბობს, სერიოზულ ზარალს განიცდის სავალუტო რყევებისა და ინფლაციური პროცესების გამო. აბრამიას ინფორმაციით, თითქმის 900%-ით გაძვირდა ნედლეულის იმპორტი, რის გამოც კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს.  


„საწარმოო პროცესი არ გაგვიჩერებია, ვმუშაობდით ლოქდაუნის პერიოდშიც და ახლაც ჩვეულებრივ ვაგრძელებთ საქმიანობას. ვმუშაობთ რეგულაციების დაცვით, რაც კანონმდებლობით მოგვეთხოვება. პანდემიაზე მეტად სავალუტო რყევები და ინფლაცია გვაფერხებს. სანამ ლარის კურსი არ დასტაბილურდება ისე, რომ შეღავათი ბიზნესმა იგრძნოს, პრობლემა სულ იარსებებს. კომპანიაში 35 დასაქმებული გვყავს, ვაპირებდით თანამშრომლების რაოდენობის ზრდას, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ახალი კადრების დამატება სერიოზულ გამოწვევად რჩება. ნედლეულის მხრივ არის პრობლემა, თუმცა დიდი მოთხოვნით არც შიდა ბაზარი გამოირჩევა. ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებითაც, პროდუქცია ამ ეტაპზე სომხეთში გაგვაქვს. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთი გვამარაგებს, თუმცა ვფიქრობთ ბაზრის დივერსიფიცირებაზეც. მარტო იმპორტის ხარჯი, ტრანსპორტირების ჩათვლით, 900%-მდე გაიზარდა. თუკი პანდემიამდე 1 კონტეინერი ნედლეულის ჩამოტანა $2500 გვიჯდებოდა, დღეს $14 000 ღირს. ამიტომ სხვა მომწოდებლების ძიებაში ვართ, ხარჯს უკვე რთულად ვუმკლავდებით“, - ამბობს პაატა არახამია „კომერსანტთან“.


ჯერ კიდევ პანდემიამდე „გრინპაკი“ ახალი ქარხნის აშენებას გეგმავდა, რისთვისაც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე არსებული 2587კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 385,09 კვ.მ. ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა. კომპანია წარმოების სრულად ამოქმედებას 2019 წლიდან გეგმავდა. თუმცა, როგორც პაატა აბრამია ამბობს, პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა პროცესმა გეგმა შეცვალა და პროექტის განხორციელების ვადაც შეიცვალა. ბიზნესმენის თქმით, ახალი ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.



2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე უქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.


სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა $5 მლნ–ს შეადგენს.


კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა 2017 წლის დეკემბერში დაასრულა და ბაზარზე ოპერირებას დამოუკიდებლად აგრძელებს.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up