არჩილ თალაკვაძე: „ბიზნესს რეინვესტირებისათვის 360 მლნ ლარით მეტი დარჩა“

access_time2017-11-14 15:30:30

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „საგადასახადო რეფორმის შედეგად, კერძო სექტორს, ბიზნეს სექტორს, რეინვესტირებისა და შემდგომი განვითარებისთვის, მხოლოდ 2017 წელს დარჩა 360 მლნ ლარით მეტი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.


მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შემოღების მიზნით საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის მაისში მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა. რეფორმის მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი მოგების მხოლოდ განაწილებული ნაწილია, მოგების რეინვესტირებული ნაწილი კი დაბეგვრას აღარ ექვემდებარება.

 

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების გარეშე, 2017 წელს მოგების გადასახადის სახით 1.2 მლრდ ლარის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი. დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად კი მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების გეგმა 2016 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 299 მლნ ლარით შემცირდა და 681 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, რეფორმის შედეგად, მიმდინარე წლის ბიუჯეტს 519 მლნ ლარი დააკლდებოდა და ეს თანხა ბიზნესში დარჩებოდა. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 3 კვარტლის განმავლობაში რეინვესტირების მიზნით ბიზნესისთვის დატოვებული სახსრების მოცულობა 368 მლნ ლარს შეადგენს.

 

ამავდროულად, ბიზნესში დატოვებულ სახსრებზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოგების გადასახადის რეფორმით გამოწვეული ბიუჯეტის დანაკლისის დასაბალანსებლად ხელისუფლებამ აქციზის გადასახადი გაზარდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების გეგმა 615 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1 627 მლნ ლარის ნიშნულზეა.

 


აქციზის გადასახადი ე.წ. არაპირდაპირი გადასახადია და მას მომხმარებელი იხდის, რადგან პროდუქციის ფასშია ასახული. თუმცა, ეს პირობითი (ბუღალტრული მიზნებისთვის) დაყოფაა და რეალურად ნებისმიერი გადასახადის ტვირთი ბიზნესსა და მომხმარებელზე ნაწილდება. აქციზის გადასახადი გაიზარდა ისეთ საქონელზე (სიგარეტი, საწვავი), რომლის მოხმარებაზე მოსახლეობას მაღალი დამოკიდებულება აქვს და ფასის ზრდის გამო მოხმარებას ნაკლებად ამცირებს. შესაბამისად, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი მომხმარებელმა მეტად გაიზიარა, ვიდრე მწარმოებელმა. შეიძლება ითქვას, რომ მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ბიზნეს სექტორისათვის დამატებითი რესურსის დატოვება, საბოლოო ჯამში მომხმარებლებისათვის საგადასახადო ტვირთის ზრდის ხარჯზე განხორციელდა. თუმცა, გადაწყვეტილების წმინდა ეკონომიკური ეფექტი თეორიულად დადებითია, რადგან, სხვა თანაბარ პირობებში, ბიზნესის მიერ განკარგული რესურსის ეკონომიკური ეფექტი, აღემატება ფიზიკური პირის მიერ განკარგული იდენტური რესურსის ეკონომიკურ ეფექტს.

 

დასკვნა

 

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საგადასახადო რეფორმის შედეგად 2017 წლის განმავლობაში ეკონომიკაში 519 მლნ ლარით მეტი უნდა დარჩენილიყო. 3 კვარტლის მონაცემებით კი სახელმწიფომ ბიზნესს 368 მლნ ლარით მეტი დაუტოვა. აღნიშნული ცვლილებით გამოწვეული ბიუჯეტის დანაკლისი ხელისუფლებამ აქციზის გადასახადის ზრდით დააბალანსა.
მოგების გადასახადის რეფორმის წმინდა ეკონომიკური ეფექტი გრძელვადიან პერიოდში თეორიულად დადებითი იქნება. თუმცა, ბიუჯეტის დანაკლისის აქციზის გადასახადის ზრდით დაბალანსების უკეთესი ალტერნატივა ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების (მაგალითად, ადმინისტრაციული ხარჯები) შემცირება იქნებოდა, ეს რეფორმის შედეგებს მოკლევადიან პერიოდშიც აშკარად დადებითს გახდიდა.

 

ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.




factcheck.ge



British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები