ჩვენ, “ჯენზი” თაობა დღეში 12 საათს ვმუშაობთ უკეთესი ცხოვრებისთვის, გგონიათ ეს აქციები დაგვღლის?
ამ თაობას ვერ გადაუწყვიტავ სად იცხოვროს და როგორ. ამ თაობას კარგად ესმის რა არის რუსეთი და მთელი არსებით სძულს იქ არსებული “ღირებულებები”.
ამ თაობას უყვარს გართობა, განვითარება, ახლის შეცნობა, შრომა. ვერ მოგვიგებთ, შანსი არ გაქვთ!
აგერ 25 წლის ვარ და ბოლო 5 წელია დღეს და ღამეს ვათენებ რომ ამ ქვეყანაში რაიმე შევქმნა. ასე იქცევა ჯენზი თაობის უმრავლესობა. ჩვენ არავის იმედი არ გვაქვს საკუთარი თავების გარდა. ეგ გააზრებული გვაქვს და ამიტომ ვწვალობთ და ვშრომობთ ყოველდღიურად ამდენს. და ამ შრომის ფონზე იმის მაგივრად რომ გაგიხარდეთ, ხელს გვიშლით და გვებრძვით.. არ გამოგივათ. თქვენ კომპლექსები გაქვთ, ვერ იტანთ წარმატებულ თაობას. ჰოდა ეს წარმატებული და თავისუფალი თაობა მოგიშორებთ თქვენივე კომპლექსებიანად!
ავტორი: ნოდარ სირბილაძე