თურქეთის პრეზიდენტმა სამართლის ექსპერტებს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დაავალა. 

რეჯეფ თაიფ ერდორანის თქმით, მიზანი უფრო სახალხო და ლიბერალური დოკუმენტის მიღებაა. მისივე განმარტებით არასწორია, რომ ქვეყანა ჯერ ისევ 1980 წლის სამხედრო ამბოხებისას შექმნილი დოკუმენტით ხელმძღვანელობს.

ერდოღანის კეთილშობილური მოტივების არ სჯერათ მის კრიტიკოსებს. პრეზიდენტის ოპონენტები თვლიან, რომ ამ გზით ერდოღანი რეალურად ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პოსტზე 2028 წლამდე დარჩეს.

კონსტიტუციის ამჟამინდელი ჩანაწერის მიხედვით, ერდოღანს ამის საშუალება აღარ აქვს.კონსტიტუციის ცვლილებების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წამოაყენა.  ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ახალი კონსტიტუცია “არა საკუთარი თავისთვის,არამედ ქვეყნისთვის სურს”.

“ჩვენ განზრახული გვაქვს შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, რომელიც იქნება თურქეთის პოლიტიკის სიმწიფის მტკიცებულება და ასახავს ჩვენი საყვარელი ერის დემოკრატიისა და უნივერსალური თავისუფლებების სრულ სიას. ამისათვის მე დავნიშნე 10 სამართლის ექსპერტი,რათა დაიწყონ მუშაობა და ამ ძალისხმევის შედეგად, მოვემზადოთ ახალი კონსტიტუციის მისაღებად. 23 წელია განუწყვეტლივ ვადასტურებთ ჩვენს გულწრფელ განზრახვას, რომ დავაგვირგვინოთ ჩვენი დემოკრატია ახალი, ხალხზე მორგებული, ლიბერტარიანული კონსტიტუციით”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას რეჯებ თაიფ ერდოღანმა.