geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 09:00
ხელოვნურმა ინტელექტმა 360 ათასი საათის საფინანსო სამუშაო წამებში შეასრულა
2017-03-16 10:00:17
+
-

JP Morgan Chase & Co. აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია და მასში დაახლოებით 240 ათასი თანამშრომელი მუშაობს. ამ თანამშრომელთა ნაწილი, იურისტები და სესხის ოფიცრები წელიწადში 360 ათას საათს საიჯარო და სესხის ხელშეკრულებების ანალიზსა და დამუშავებას უთმობენ. ეს სამუშაო საათები კომპანიის ახალმა ხელოვნურმა ინტელექტმა COIN-მა, დასწავლის უნარის საშუალებით, რამდენიმე წამამდე დაიყვანა და ამ თანამშრომლების საქმე თვალის დახამხამებაში შეასრულა.

 

COIN იშიფრება როგორც Contract Intellgence, პროგრამა დასწავლის უნარს იყენებს და JP Morgan Chase-ის კერძო ქლაუდ სისტემაზე მუშაობს.

 

გარდა სამუშაოს წამებში შესრულებისა, ხელოვნურმა ინტელექტმა ხელშეკრულებებში დაახლოებით 12 ათასამდე შეცდომა აღმოფხვრა.

 

JP მორგანი ტექნოლოგიებში დიდ ინვესტიციებს დებს; ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის მიმართულებით კომპანიის ბიუჯეტი $9 მილიარდზე მეტია.

 

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შრომის ავტომატიზაცია მომავლის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით მსოფლიო შრომითი ბაზრის 57% საფრთხის ქვეშ დგას და ადამიანები მასობრივად დაკარგავენ სამსახურებს. სფეროები, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტი ინერგება მრავალფეროვანია, დაწყებული ფინანსური სექტორით, დამთავრებული იურიდიულით, ტრანსპორტითა და საინფორმაციო სფეროებით. 

 

 

on.ge