2023 წელს, გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური თანხა 6.2%-ით შემცირდა და 10.5 მლრდ ლარი შეადგინა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 9.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 88.8%-ია. გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 1.1 მლრდ ლარი (11.2%) შეადგინა.

ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაცები:

  • საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 187 ტენდერი. ღირებულება 1.4 მლრდ ლარი;
  • საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 102 ტენდერი. ღირებულება 773.9 მლრდ ლარი;
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 107 ტენდერი. ღირებულება 743.8 მლნ ლარი;
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - 134 ტენდერი. ღირებულება 651.7 მლნ ლარი;
  • დევნილთა , ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 42 ტენდერი. ღირებულება 610.7 მლნ ლარი.