ტატანის მწარმოებელ რუსულ კომპანიებს აშშ-ს საპასუხო ზომები აშინებთ

ტატანის მწარმოებელ რუსულ კომპანიებს აშშ-ს საპასუხო ზომები აშინებთ

access_time2018-04-16 10:41:42

რუსულმა ტიტანის მწარმოებელმა კომპანია «ВСМПО-Ависма»-მ მოუწოდა ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს „სიბრძნისკენ და შორსმჭვრეტველობისკენ“, და გამოხატა იმედი, რომ ისინი არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საზიანო  რუსეთის ტიტანის წარმოებისთვის  - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში,

 

„ჩვენ გვჯერა, რომ დეპუტატები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც აზარალებს როგორც ტიტანის წარმოებას, ასევე მთლიანად ეკონომიკას“ - განაცხადეს «ВСМПО-Ависма-ში.

 

დეპუტატებისადმი მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ 30-წლიანმა პარტნიორობამ მსოფლიოს უმსხვილეს ავიამწარმოებლებთან, და კორპორაციის კარგმა რეპუტაციამ, აქციეს ის მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან და განუყოფელ ნაწილად.

 

„კავშირების გაწყვეტას და ვალდებულებების შეუსრულებლობას შეუძლია დიდი ხნით, თუ არა სამუდამოდ,  ამოგლიჯონ კომპანია დინამიურად განვითარებად ტიტნის ბაზრიდან. თანაც მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად უმუშევრად დარჩება 20 000-ზე მეტი ადამიანი“ - ნათქვანია განცხადებაში.


 

«ВСМПО-Ависма» არის ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, ასევე ის ახორციელებს ამ ლითონის გადამუშავებას, და უშვებს მზა დეტალებს მექანიკური დამუშავების მაღალი დონით.

 

კომპანია ახდენს პროდუქციის ექსპორტს 50 ქვეყანაში.

 

როგორც ცნობილია, დღეს რუსეთის პარლამენტში იწყება აშშ-ს წინაამღდეგ საპასუხო სანქციების შემოღების ინიციატივის განხილვა,  მათ შორის არის ამერიკისთვის ტიტანის მიწოდების აკრძალვა  - ეს იმ პირობებში, როდესაც «ВСМПО-Ависма»-ს უმსხვილესი პარტნიორია ამერიკული ავიაგიგანტი „ბოინგი“.

 

კორპორაციის მენეჯმენტის განცხადებით, სანქციების შემოღების შემთხვევაში «ВСМПО-Ависма» დაკარგავს ბაზრის დიდ ნაწილს, ხოლო ამერიკული მხარე გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც გადაწყვეტს პრობლემას, და მოიძიებს ტიტანის სხვა მწარმოებელს. რუსეთი კი სამუდამოდ დაკარგავს ამ ბაზარს.



წყარო : rbc.ru



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები