ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

access_time2017-11-24 15:26:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო.

 

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. ავსტრიული კომპანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონსულტაციას უწევს სტრატეგიის შემუშავებაში. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით ტარდება. საერთაშორისო კომპანია ENITED-ის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებთან ერთად გამართეს შეხვედრა წევრ კომპანიებთან. საქმიანი ტურიზმის სტრატეგია წლის ბოლოს მზად იქნება. ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს დაგეგმილი სამუშაოების შესაფასებლად დეკემბერის მეორე ნახევარში კვლავ ესტუმრება. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაზე ფუნქციონირებს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება. დღეს ჩვენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავსტრიელი ექსპერტები შეიმუშავებენ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიას-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.



მოსამზადებელი სამუშაოებს აფასებს ივო ფრანჩიზი კომპანია ENITED-ის მფლობელი და მმართველი დირექტორი: ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ ვიკვლევთ ახალ ტურისტულ მიმართულებას. სამი დღეა ვსწავლობთ თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ვხვდებით კომპანიების წარმომადგენლებს, რომ მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, მათი შენიშვნები. ვეცნობით ინფრასტრუქტურასაც. ჩვენი მიზანია თქვენს ქვეყანაში ხალხი აქტიურად ჩაერთოს საქმიან ტურიზმში და მიიღოს სარგებელი.

 

 

 

 

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები