geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:15
Euphoria/ეიფორია–ს პირველი ქართული „აბაზანის ბომბი" – რას სთავაზობს მომხმარებელს მწარმოებელი?
2017-02-16 12:00:05
+
-

Euphoria/ეიფორია ორი მეგობრის ანა სულაბერიძისა და ირინა პაპაშვილის მიერ დაფუძნებული ბრენდია, რომელიც ბაზარზე ახალი შემოსულია და თავისი პროდუქციით უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს. „ეიფორიაში" შეგიძლიათ იყიდოთ, როგორც სურნელოვანი საპნები, ასევე ე.წ „აბაზანის ბომბი".

 

როგორც ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა სულაბერიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, „ეიფორია" ორგანული პროდუქტია და ის უსაფრთხოა, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

 

„აბაზანის ბომბი" მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარულია. ზოგადად ეს პროდუქტი საქართველოში ცნობილი არ იყო. ჩვენი კომპანია 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა.

 


„ეიფორიას" ხელით ვქმნით. რაც შეეხება კონსისტენციას, მასში შედის - სოდა, მარილი, კანისთვის სასარგებლო ეთერზეთები, საღებავები, სხვადასხვა არომატი, აქედან ყველაფერი ორგანული და სავსებით უსაფრთხოა. ჩვენი პროდუქტი როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის რეკომენდებულია და ის ორგანულია.

 


ჩვენ ასევე ხელნაკეთ ორგანულ საპნებს ვამზადებთ. ჩვენი პროდუქცია ქართულია და სამომავლოდაც გვსურს მისი დამატება. თავდაპირველად, როდესაც პროდუქცია გამოგვქონდა, ის გასაყიდად საშობაო ბაზრობაზე ჰოსტელ „ფაბრიკაში" გავიტანეთ. იქ გარდა გაყიდვებისა, ჩვენი ბრენდის და ზოგადად პროდუქციის გაცნობა მოხდა. მაშინ პროდუქცია სრულად გავყიდეთ და მივხვდით, რომ წარმატებულები ვიქნებოდით." - განაცხადა ანა სულაბერიძემ.

 

 

სულაბერიძის თქმით, 2017 წელს კიდევ ერთ სტენდს, რომელიმე მაღაზიაში დადგამენ. მან ჩვენთან პროდუქციის საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა.

 

„აბაზანის ბომბის" ცნობადობა საქართველოში მაღალი არაა. ჩვენთან საპნები 12 ლარი ღირს, ხოლო „აბაზანის ბომბები" 7-8 ლარი.

 

2017 წელს კიდევ ერთ სტენდს რომელიმე ლოკაციაზე აუცილებლად დავამატებთ. ამჟამად სტენდი ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიაში გვიდგას. სტენდის სასურველ ფასში პოვნა საკმაოდ რთულია, რადგან ის ძვირია. მაგალითად, ზოგ მსხვილ სავაჭრო ქსელში მისი ქირაობა ერთი თვის განმავლობაში 500-$-ღირს.  ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვიყენებთ და ვიწერთ დოლართან კავშირშია, ამიტომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენზე მოქმედებს.

 


მაღაზიის გახსნა იდეაში გვაქვს, თუმცა ეს ძალიან შორეულ გეგმებშია." - აღნიშნა „კომერსანტთან" საუბრისას ანა სულაბერიძემ.