აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზადაა.
„ყველა პარამეტრი ცნობილია. რაიმე ახალს არ განვიხილავთ - ეს საკითხები ექვსი ან შვიდი თვეა განიხილება. მან თქვა, რომ შეთანხმების დადება სურს,“ - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დავოსში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.