"საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ უკრაინის მხარდასაჭერად უფრო ფართო ძალების გაერთიანების, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებში ინვესტირებისა, უკრაინის პოსტ-სამხედრო აღდგენის გეგმების შემუშავებისა და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის შესახებ," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი მიზანია უკრაინის მდგრადობის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის დახმარება ახლა მომავალში ორმხრივად სასარგებლო შედეგებს მოიტანს.მადლიერი ვარ ამ შეხვედრისა და უკრაინასთან პარტნიორობის ინტერესისთვის – ყველას მადლობა, ვინც მონაწილეობდა." - თქვა ზელენსკიმ.