7 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 9 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მანამდე შემაკავებელი ზომების შესახებ წინადადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა წარმოადგინა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა. ყველა დასანქცირებული კომპანია რუს ოლიგარქ ფრიდმანთანაა დაკავშირებული.

სანქციები აღნიშნულია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში. ზელენსკიმ გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს დაავალა.

სანქციების სიაში ცხრა კომპანიაა. მათგან სამი, Sogeral Foundation (ლიხტენშტაინის სამთავრო), Haberfield Limited (კვიპროსი), Slavisilla Holdings Limited (კვიპროსი) სანქციები 10 წლით დაუწესდა.

Alfa Finance Holdings Limited-ის (კვიპროსი), Erasmony Limited-ის (კვიპროსი), Rissa Investment Limited-ის (კვიპროსი), International Distributions Syystems Limited-ის (კვიპროსი) და CTF Holdings-ის (ლუქსემბურგი) და Dendar Invsetment Find Limited-ის წინააღმდეგ - ორი წლის განმავლობაში.

შემაკავებელი ზომები მოიცავს: აქტივების ბლოკირებას; უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენციას; ბიზნეს კომპანიების, საწარმოების საწესდებო კაპიტალის ზომის გაზრდის აკრძალვას, რომლებშიც უცხო სახელმწიფოს რეზიდენტი, უცხო სახელმწიფო, იურიდიული პირი, ფლობს 10%-ს ან მეტს.