უკრაინის ეროვნული პოლიციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია.

საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით საქმე ეხება Сенс Банк-ს. ფრიდმანი ეჭვმიტანილია 1,2 მილიონი დოლარისა და 1,93 მილიონი ევროს  გათეთრებაში და ბანკის ოფიციალური პირების მიერ 18 მილიონი უკრაინულო გრივნას ოდენობით გადასახადების განზრახ თავის არიდებაში.

გამოძიება თვლის, რომ ფრიდმანი, რუს პარტნიორებთან ერთად, სავარაუდოდ ცდილობდა უკრაინიდან 1 მილიარდზე მეტი ღირებულების აქტივების გატანას, რათა ისინი სანქციების ქვეშ არ მოქცეულიყო.

ერთ-ერთი სქემა იყო ფულის საზღვარგარეთ გადარიცხვა სასაქონლო ნიშნების გამოყენებაზე როიალტის გადახდის საფარქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეკუთვნოდნენ მშობელ ბანკს რუსეთის ფედერაციაში, უკრაინული Альфа-Банк-ი (Сенс Банк-ს წინა სახელწოდება) მათში შედარებით მცირე თანხას - 1,4 მილიონი უკრაინულ გრივნას იხდიდა სამი წლის განმავლობაში. მაგრამ როგორც კი ისინი ხელახლა დარეგისტრირდნენ ფრიდმანის კვიპროსულ კომპანიაში, ჰონორარის განაკვეთები მაშინვე გაიზარდა 1200-ჯერ. ამის შემდეგ, ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, Альфа-Банк-ს 261 მილიონზე მეტი გრივნის გადახდა მოუწია.

კიდევ ერთი სქემა, რომელზეც საგამოძიებო უწყებები საუბრობენ არის 460 მლნ-ად ფანტომური კომპანიის კორპორატიული უფლებების გამოსყიდვა, რომელსაც ქონება და ბიზნესი არ აქვს.

რუსი ოლიგარქის გარდა საქმეზე ეჭვმიტანილია კიდევ 8 პირი, 3 მათგანის საქმე უკვე სასამართლოშია.

დაყადაღებული იქნა 14,4 მილიარდ გრივნაზე მეტი - ფასიანი ქაღალდები და სავაჭრო ნიშნები, რომლებიც საბანკო ანგარიშებზე იყო,  ასევე დაახლოებით 900 უძრავი ქონების ობიექტი.

2023 წლის 20 ივლისს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოეყვანა Сенс Банк ბაზრიდან მისი მფლობელების მიმართ სანქციების გამო და მთავრობას შესთავაზა მისი ნაციონალიზაცია. მეორე დღეს მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა Сенс Банк -ის 1 გრივნად გამოსყიდვაზე.

22 ივლისს Сенс Банк ოფიციალურად გადავიდა  სახელმწიფო საკუთრებაში, 24 ივლისს კი იქ გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები დაინიშნენ.

24 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ Сенс Банк -ის ყოფილ მფლობელებს მისი გაკოტრება სურდათ.

ნაციონალიზაციის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში  Fitch-მა Сенс Банк-ის მდგრადობის რეიტინგი გაზარდა.