უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, დაიწყოს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე, მათ შორის „როსატომის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან რუსეთსზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც ზელენსკის შეფასებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ინციდენტის თავიდან აცილების შესაძლებლობაა.