მადრიდის „რეალი“ ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ესპანური გრანდი „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის, ერლინგ ჰალანდის დამატებას განიხილავს, – ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 25 წლის ფორვარდს კლუბის მომავალ ლიდერად ხედავს და მიაჩნია, რომ მისი შეძენა გუნდისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება.

ჰალანდის ტრანსფერი მარტივი არ იქნება – ნორვეგიელს „მანჩესტერ სიტისთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა „რეალი“ ასეთ დონის ფეხბურთელების მიმართ ინტერესს ტრადიციულად არ მალავს და ზაფხულში სიტუაციის განვითარებას აქტიურად დააკვირდება.

ნორვეგიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წელს გადავიდა. გუნდის მაისურით მან 175 მატჩი ჩაატარა და 150 გოლი გაიტანა, მათ შორის 105 ინგლისის პრემიერლიგაში.

1tv.ge