ყველაზე მშვიდი ქვეყნების რეიტინგში, 163 ქვეყნიდან, რომელიც პლანეტის მოსახლეობის 99.7%-ს შეადგენს,  საქართველო 95-ე ადგილზეა. Rankingroyals-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მშვიდი ქვეყანა ისლანდიაა, ყველაზე ნაკლებად მშვიდი ქვეყანა კი - ავღანეთი.

ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთი რეიტინგის ბოლო ხუთეულშია ავღანეთთან, იემენთან, სირიასთან და სამხრეთ სუდანთან ერთად და 160-ე ადგილს იკავებს; სომხეთი 83-ზე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 128-ზე, თურქეთი - 145-ზე, უკრაინა - 153-ზე.

ამავე რეიტინგში 129-ე ადგილზეა აშშ. პირველ ათეულში 7 ევროპული სახელმწიფო მოხვდა, 2 აზიური და 1 ოკეანეთიდან.

ყველაზე მშვიდი ქვეყნების ოცეული ასეთია:

  • ისლანდია - 1.107 ქულით;
  • ახალი ზელანდია - 1.269;
  • ირლანდია - 1.288;
  • დანია - 1.296;
  • ავსტრია - 1.300;
  • პორტუგალია - 1.301;
  • სლოვენია - 1.316;
  • ჩეხეთი - 1.318;
  • სინგაპური - 1.326;
  • იაპონია - 1.336;
  • შვეიცარია - 1.357;
  • კანადა - 1.389;
  • უნგრეთი - 1.411;
  • ფინეთი - 1.439;
  • ხორვატია - 1.440;
  • გერმანია - 1.462;
  • ნორვეგია - 1.465;
  • მალაიზია - 1.471;
  • ბუტანი - 1.481;
  • სლოვაკეთი - 1.499