ყოფილი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა პალესტინის მხარდაჭერის გამო PLAYBOY-დან დაითხოვეს.

"თუ შეიძლება, ვინმემ გადასცეს თავისუფლებისთვის მებრძოლებს პალესტინაში, რომ ტელეფონის კამერები ჰორიზონტალურად დაიჭირონ". – დაწერა ხალიფამ.

რამდენიმე საათში პორნომსახიობმა საკუთარ პოსტზე განმარტება გააკეთა:

"მინდა განვმარტო, რომ ჩემი განცხადება არ ემსახურება ძალადობის გავრცელებას. პალესტინის მოქალაქე თავისუფლებისთვის მებრძოლია, ამიტომაც დავწერე ასე... ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის ყოველდღე".

10 ოქტომბერს Playboy-მ საიტის მომხმარებლებს ელექტრონული წერილი მიწერა, რომელშიც დაადასტურა, რომ მია ხალიფასთან ყველანაირი საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა.