ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.

მისი თქმით, ატომური ენერგიის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხად იქცა.

„მოგეხსენებათ, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ჩვენს ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის აშენების მიზანშეწონილობის შესახებ. ერთი მხრივ, ყაზახეთმა, როგორც მსოფლიოში ურანის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საკუთარი ატომური ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ზოგიერთი ექსპერტი მომხრეა მცირე რეაქტორებით სადგურების აშენების. მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქე და არაერთი ექსპერტია შეშფოთებული ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.