ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმს დაიცავს.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტები შესაბამის ორგანიზაციებთან სანქციების რეჟიმის შესასრულებლად და მეჩვენება, რომ გერმანულ მხარეს არ უნდა ჰქონდეს შეშფოთება სანქციების რეჟიმის გვერდის ავლის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტის დროს.

მან ასევე განაცხადა, რომ ემხრობა რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს გაეროს წესდების საფუძველზე.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ორმხრივი ბრალდებები და მოლაპარაკებები ვიპოვოთ ვარიანტები, რომლებიც ორივე მხარეს მოერგება“, - აღნიშნა ტოკაევმა.