Yandex აწარმოებს მოლაპარაკებებს Yango Israel-ის გაყიდვაზე, ამის შესახებ calcalistech.com-ი Yango-ში არსებილ წყაროზე დაყრდნობიოთ წერს.

არსებული ინფორმაციით Yango Israel-ის  შეძენის სურვილი რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა

Yango არის Yandex-ის შვილობილი კომპანია. Yandex-ი ისრაელში ხუთი წლის წინ ჩავიდა და ბიზნესი თანდათან გააფართოვა.  გაფართოება დაემთხვა არკადი ვოლოჟის, Yandex-ის დამფუძნებლისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ისრაელში გადასვლას ერთი წლის წინ.

Yango ამჟამად ახორციელებს ტაქსის სერვისს, სკუტერების გაქირავებას (შეძენილია Wind-ისგან) და Yango Deli სამომხმარებლო საქონლის მიწოდების სერვისს საკუთარი ბრენდით.

Yango Deli კურიერების გარდა, Yango Israel-ში დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.