ცნობილმა ენერგეტიკის კვლევითმა სააგენტომ Wood Mackenie-მ შეამცირა თავისი ხუთწლიანი პროგნოზი აშშ-ის ქარის ენერგიის ახალი პროექტების შესახებ 40%-ით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასა და ეკონომიკასთან დაკავშირებული შეშფოთების მოტივით.
Wood Mackenzie ელოდება, რომ აშშ-ს ექნება 45.1 გიგავატი ქარის სიმძლავრე დაინსტალირებული, როგორც ხმელეთზე, ასევე ოფშორში, 2029 წლისთვის. კომპანია თავდაპირველად პროგნოზირებდა 75.8 გიგავატ სიმძლავრის დამონტაჟებას ამ პერიოდის განმავლობაში, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
წყარო: Reuters