Wizz Air-ი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებზე ფასდაკლებებს იწყებს. აქცია მოიცავს ფრენებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიდან და საუდის არაბეთის ქალაქებიდან, მათ შორის - თელავივი - აბუ დაბი, ალმათი - აბუ დაბი, ასტანა - აბუ დაბი.

აქცია ეხება მგზავრობის ფასს, მაგრამ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ მოსაკრებელსა და მომსახურებაზე, რომელსაც მგზავრი დამატებით ყიდულობს.

ფრენის პერიოდი შეზღუდულია - ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 2023 წლის 30 სექტემბრამდე შესრულებულ ფრენებზე.

Wizz Air-ს აქვს მარშრუტების ფართო ქსელი აბუ დაბიდან. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ახორციელებს ან გეგმავს ფრენებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქიდან: ალბანეთში, სომხეთში, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, ბაჰრეინში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, კვიპროსში, ეგვიპტეში, საქართველოში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, იორდანიაში, ყაზახეთში, ქუვეითში, ყირგიზეთში, მალდივებზე, პოლონეთში, რუმინეთში, საუდის არაბეთში, სერბეთში, თურქეთსა და უზბეკეთში.

ამასთან, ფასდაკლებული Wizz Air ფრენები ისრაელიდან აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 5-7 ჯერ შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 197 შეკელიდან (დაახლოებით 54$) იწყება.